in

Adidas Superstar-ის ისტორიას ვარსკვლავებით სავსე კამპანიით გვიყვება

Adidas Originals ახალი გლობალური კამპანიით Superstar-ის არსებობას ზეიმობს და ათწლეულების მანძილზე არსებულ ფეხსაცმლის კულტურულ გავლენას მიაგებს პატივს. კამპანია მუსიკის, მოდისა და სპორტის ვარსკვლავებითაა სავსე, რომლებიც ერთმანეთს ამ საკულტო სილუეტის მდგრადი გავლენით უკავშირდებიან.

M2

პირველად Superstar 1969 წელს გამოუშვეს, როგორც კალათბურთის ფეხსაცმელი, თუმცა მალევე გასცდა მოედნის ფარგლებს. Run-D.M.C.-ის წყალობით, ჰიპ-ჰოპის მთავარ აქსესუარად იქცა, უკვე 90-იან წლებში კი სკეიტბორდების მოყვარულებსა და მიწისქვეშა ამბებშიც დაიკავა მთავარი ადგილი. დროთა განმავლობაში ქუჩის მოდის აუცილებელ ატრიბუტად ჩამოყალიბდა ღრმა ფესვებით მრავალ სუბკულტურაში… 

რეჟისორი ტიბო გრევეს მიერ გადაღებული კამპანია ორ კინემატოგრაფიულ ნაწილად ვითარდება. პირველი ფილმი Pyramids გახლავთ, რომელიც პარალელს სპორტულ ფეხსაცმელსა და უძველეს მონუმენტებს შორის ავლებს გამძლეობაზე ხაზგასასმელად. ჯექსონი კი მოგვითხრობს, როგორ ინარჩუნებს ზოგიერთი დიზაინი მნიშვნელობას თაობებს შორის. 

მეორე ფილმი Clocks მეტად სიურრეალისტური მიდგომით გამოირჩევა. შავ-თეთრ ფერებშია გადაღებული და მასში Missy Elliott, JENNIE BLACKPINK-იდან, GloRilla, Teezo Touchdown, Anthony Edwards, Mark Gonzales და Gabbriette გვხვდება. მათი გზავნილი საკმაოდ მარტივია — Superstar კვლავ ახლებურად გამოიყურება და ორიგინალურობის პლატფორმადაც რჩება. 

ყველაფრის ცენტრში თავად ფეხსაცმელია მოქცეული, რომელიც კვლავ კლასიკური ფორმითაა გამოშვებული, თუმცა სიახლეების კვალიც ეტყობა, თუნდაც, მკვეთრი ხაზების სახით. აღსანიშნავია, რომ ადიდასმა Firebird-ის სპორტული კოსტიუმიც განაახლა, თანამედროვე ფორმა შესძინა და რეტრო იერიც შეუნარჩუნა. მიზანი რაღაც ახლის გამოგონებაც არ ყოფილა, არამედ იმაზე ხაზგასმა, თუ რა აქცევს ამ დიზაინებს საკულტოდ. 

ეს კამპანია არ ეხება უკან გახედვას, ახალი თაობის წარმოჩენა გვსურს, რომელიც დღევანდელ კულტურას აყალიბებს. მსახიობებიც სწორედ ამ ხედვას ასახავენ, რომლებიც ნოსტალგიის გამო კი არა, იმ გავლენისთვის არიან შერჩეულნი, რომლებსაც ამ ეტაპზე ფლობენ, — ამბობს ენი ბარეტი, მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი. 

აღსანიშნავია, რომ ადიდასმა 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა, რაც მიგვანიშნებს, რომ ზოგიერთ სტილს სულაც არ სჭირდება შეცვლა იმისათვის, რომ რელევანტურობა შეინარჩუნოს. ზოგჯერ კი ამ ამბის მოსაყოლად ერთი ფეხსაცმელი, რამდენიმე გავლენიანი ადამიანი და სამუელ ჯექსონია საჭირო.

განახლებული Lib.ge, როგორც არაფორმალური განათლების აკადემია

როგორ აფასებენ ექსტრას და PLUS-ის პარტნიორობას? – ანა ტაბატაძე და ქეთევან ბიჭიაშვილი