სპორტში გუნდის გარეშე რთულად თუ მიაღწევ რაიმეს. ე. წ. ინდივიდუალურ სახეობებშიც ასეა, სპორტსმენები თავიანთი ქოუჩების, ტრენერების, ექიმებისა თუ საყვარელი ადამიანების მადლიერები არიან. გუნდის წევრების, რომლებიც ამხნევებენ, მშობლების, რომლებიც ვარჯიშზე ატარებენ და მეგობრების, რომლებიც მარცხის შემდეგ წამოდგომაში ეხმარებიან. ხშირად ეს ადამიანები უხილავ გმირებად გვევლინებიან, სწორედ ამიტომაც ახლა მათზე საუბარი ადიდასმა გადაწყვიტა და We All Need Someone To Make Us Believe-ის რეკლამა You Got This-ის კამპანიის ფარგლებში შემოგვთავაზა.
მოკლედ რომ გითხრათ, ლამინ იამალის, აიტანა ბონმატის, ენტონი ედვარდსისა და ალია ბოსტონის მაგალითებით გვიმტკიცებენ, რომ ყველას გვჭირდება ვიღაც, ვინც ჩვენს შესაძლებლობებში დაგვარწმუნებს:
ადიდასის კამპანიაზე Crowns & Owls-მა იმუშავა.