Adidas-მა ამჯერად მილანურ ბრენდ Avavav-თან გაერთიანება გადაწყვიტა და მომხმარებლებს უნიკალური კოლექცია შესთავაზა. 2025 წლის გაზაფხულის ხაზი Milan Fashion Week-ზე Forza e Coraggio-ს სახელით წარადგინეს, რაც პირდაპირ რომ ვთარგმნოთ, გამბედაობასა და სიძლიერეს ნიშნავს…
Avavav-ის ბრენდის ექსცენტრულობა კოლექციის თითოეულ ნივთში იგრძნობა. აქ ნახავთ ოთხთითიან ფეხსაცმელს ადიდასის საკულტო სამი ზოლით, რომელიც შეგიძლიათ ქუსლიანი ფეხსაცმლის მსგავსად გამოიყენოთ ან ჩვეულებრივ სპორტული ფეხსაცმლის სტილში ჩაიცვათ. თუ არცერთი მოგეწონებათ, Adidas x Avavav საშუალებას გაძლევთ, ჩანთის ფუნქციაც შესძინოთ მას.
კოლექციის მეორე მნიშვნელოვანი ნივთი ორი წყვილი ფეხსაცმლისგან შექმნილი ჩანთაა, რაც კოლექციას სიურრეალისტურ განწყობას სძენს:
დანარჩენი კი თავად ნახეთ: