in

Adidas-მა და MLS-მა გუნდების მესამე, ნოსტალგიური ფორმები წარადგინეს

MLS-მა და Adidas-მა წარმოადგინეს თავიანთი „არქივის კოლექცია“ — ლიგის ხუთი გუნდისთვის განკუთვნილი მესამე ფორმები, რომლებიც ნოსტალგიითაა გაჟღენთილი.

BOG
BOG

გუნდები, რომლებისთვისაც აღნიშნული ფორმები შეიქმნა: LA Galaxy, LAFC, Inter Miami CF, Portland Timbers და Sporting Kansas City. თითოეული მაისური ინსპირირებულია გუნდის მემკვიდრეობითა და ქალაქისთვის დამახასიათებელი ნიუანსებით.

Inter Miami CF: ამ გუნდში თამაშობს ლიონელ მესი. ახალი ფორმა ასახავს 1980-იანი წლების მაიამის ძლიერ ენერგიას. არტ დეკო შრიფტით დატანილი ქალაქის სახელი მაისურის ცენტრალურ ადგილს იკავებს. ის მიგვანიშნებს ეპოქის პოპულარულ კულტურაზე. ჩაისფერი ზოლები და ნარინჯისფერი აქცენტები გვაგონებს ამერიკული ფეხბურთის გამორჩეული გუნდის Miami Dolphins-ის საკულტო მაისურებს, რაც კიდევ უფრო აერთიანებს კლუბს ქალაქის სპორტულ ლანდშაფტთან.

LA Galaxy: ეს მაისური იმეორებს ორიგინალურ დიზაინს, რომელსაც იყენებდნენ გუნდის პირველ MLS სეზონში, 1996 წელს. წინა მხარეს გამოსახულია ჩაისფრისა და შავის თამამი შერწყმა ორიგინალურად გარდამავალი ვარსკვლავის ელეგანტური ნიმუშით.

LAFC: ინსპირაცია აღებულია 1970-იანი წლების საკულტო სამხრეთ კალიფორნიული აურიდან. მაისური შესრულებულია ყავისფრის დომინაციით, რაც ასახავს იმ ეპოქის არსს.

Portland Timbers: შინდისფერი მაისური მდოგვისფერი ყვითელი პრინტით, რომელიც მიანიშნებს გუნდის მემკვიდრეობაზე.

Sporting Kansas City: ეს მაისური გვაგონებს იმ ეპოქას, როდესაც გუნდს „Kansas City Wizards“ ერქვა. კლუბის გერბი თანამედროვე დიზაინერული შტრიხებითაა განახლებული, რითაც პატივს სცემენ კლუბის ისტორიას დღევანდელობის პერსპექტივიდან.

კოლექცია სცილდება მხოლოდ მაისურების დიზაინს. მასში ასევე შედის შესაბამისი სტილით შექმნილი ქურთუკები და Gazelle-ს ფეხსაცმელი, რაც გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს სრულად შეიმოსონ რეტრო სტილით მთელი საფეხბურთო სეზონის განმავლობაში. MLS და Adidas სხვა კლუბებისთვისაც გეგმავენ მსგავსი მესამე მაისურების შექმნას.

როგორ დავნერგოთ მაინდფულნესის პრაქტიკა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

OMEGA-მ პარიზის ღირსშესანიშნაობები სპორტულ მოედნად აქცია