20
Jul
2015

“Adidas”-ი ბოტასებს ნაგვისგან ამზადებს

20 Jul 2015

“Adidas”-მა “Electrolux”-ს მიბაძა და ოკეანიდან ამოღებული პოლიეთილენისგან დამზადებული ბოტასების პროტოტიპი წარმოადგინა.

ბოტასების მასიური წარმოება წლის ბოლოს, ბუნების დაცვის ორგანიზაცია “Parley for the Oceans”-ის მხარდაჭერით დაიწყება. ახალ ბოტასებს “Adidas”-ი ოკეანეში ბრაკონიერების მიერ მიტოვებული ბადეებისგან ამზადებს და მომავლისთვის კომპანია სხვა ნარჩენების გადამუშავებასაც ფიქრობს, რათა ტანსაცმლის და სხვა აქსესუარების წარმოება შეძლოს.

პროექტის მიზანი  მხოლოდ გადამუშავებული პროდუქტის წარმოებაა არაა, არამედ მოსახლეობის ინფორმირება, თუ რამდენად დაბინძურებულია გარემო.

ssXtI1qM_l UfDEJ1oL_l G1hBWCU0_l hJZo5OHx_l

განხილვა