23
Jan
2017

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ვიდეორგოლი Adidas-ისგან

23 Jan 2017

Elit Electronics


Y-3-ს, რომელიც Adidas-თან თანამშრომლობით შეიქმნა, ძალიან საინტერესო და ცოტა უცნაური ვიდეორგოლი აქვს. კოლექცია, რომელიც მოიცავს როგორც ტანსაცმელს, ასევე ფეხსაცმელსა და აქსესუარებსაც, სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა და მთავარი იდეა სპორტული ტანსაცმლის ახლებური, უფრო თანამედროვე ხედვაა. ბრენდის ბოლო ნამუშევრებისთვის ვიდეორგოლის გადაღებაზე Adidas-მა იზრუნა, რომელიც ხშირად გვანებივრებს არაჩვეულებრივი სანახაობებით და გამონაკლისი არც ეს ყოფილა. თუმცა, Y-3-ის კოლექციისთვის გადაღებული რგოლი უფრო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმს წააგავს თავისი სიუჟეტით. ასეა თუ ისე, რეკლამა მაინც მიმზიდველია და სანახაობრივი, კოლექცია კი ნამდვილად განსაკუთრებული.

 

განხილვა