in

ნახეთ: Adidas-მა სოკოს ტყავისგან დამზადებული ბოტასი წარადგინა!

ეს კონცეფცია პლასტიკური ნარჩენების შემცირებას ემსახურება

veon
veon

Adidas-მა ახალი, ეკოლოგიურად სუფთა კონცეფციის ბოტასი – Stan Smith Mylo, რომელიც ლაბორატორიაში მოყვანილი მასალისგან არის დამზადებული. კერძოდ, ეს მასალა სოკოს ძირეული სტრუქტურისგან იქმნება, ბოტასში კი, განახლებადი მასალა თითქმის ყველა დეტალშია გამოყენებული.

მართალია, ამ ეტაპზე ეს მხოლოდ კონცეფციაა, მაგრამ კომპანიის განცხადებით, ფეხსაცმლის კომერციული ვერსიის ამოქმედებას უახლეს მომავალში უნდა ველოდეთ. თავის მხრივ, იდეა მხოლოდ ერთ პროდუქტს არ ეკუთვნის, არამედ ის გრძელვადიანი მიზნის ნაწილია, რომელიც ფეხსაცმელში ბუნებრივი მასალის გამოყენებას გულისხმობს. ბრენდისთვის ეს იდეა ეკოლოგიური ძალისხმევის გამოყენებასა და ხაზგასმას ემსახურება.

“ადიდასის” მომავალი ხელმძღვანელის ემი ჯონსის ვატერლაუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ Mylo მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბრენდის თამამი ამბიციისა, რომელიც პლასტიკური ნარჩენების დასასრულს გულისხმობს.

როგორც ჩანს, ბრენდი Bolt Threads-თან თანამშრომლობდა, რომელიც აბრეშუმისა და ტყავის ალტერნატიულ მასალებს ამზადებს. ამ შემთხვევაშიც კომპანიამ მასალის შესაქმნელად გაცილებით ნაკლები ნედლეული გამოიყურება.

ალბათ, ბევრი თქვენგანი მოუთმენლად ელის ამ ეკოლოგიური ფეხსაცმლის მოხმარებაში ჩაშვებას და შეგახსენებთ, დიდხანს ლოდინი აღარ მოგიწევთ! Adidas Originals-ის დირექტორმა, მარტინ ლოვმა განაცხადა, რომ კომპანია ფეხსაცმლის გაყიდვას მომდევნო 12 თვის განმავლობაში დაიწყებს.

„ბარაქა“ უხვი მოსავლისთვის

თქვენი გუნდი არსებულ პრობლემებს აგვარებს თუ, მხოლოდ მათ აღმოჩენაზეა ფოკუსირებული?