30
Oct
2019

დედამიწელების მიერ შექმნილი მფრინავი თეფში – ჰიპერმანევრირებადი ADIFO

30 Oct 2019

veon
veon


ამ სიახლეს ვწერთ, რადგან გაგაფრთხილოთ – ნუ შეგეშინდებათ, თუ სეირნობისას თავზე მფრინავი თეფში გადაგიფრენთ. ნუ მიაწერთ ამ ფაქტს უცხოპლანეტელების თქვენთან დაკონტაქტების სურვილს, ან რამე ზებუნებრივს, რადგან ცოტა ხნის წინ, რუმინელმა მეცნიერებმა შექმნეს პატარა მფრინავი თეფში ADIFO, რომელიც ყველა მიმართულებით დაფრინავს. მსგავსი მანევრები ფილმებშიც გინახავთ, მაგრამ ADIFO თქვენს გასატაცებლად არ დაფრინავს. ის შეიძლება დრონის პრინციპით მართოს ნებისმიერმა (დედამიწელმა) პილოტმა, თუმცა, სხვა მსგავსი მოწყობილობებისგან განსხვავებით, ADIFO ჰიპერმანევრირებადია, შეუძლია მაღალი სიჩქარით, ამობრუნებულმაც იფრინოს, გავიდეს, თუნდაც, სტრატოსფეროში, ჰქონდეს დაბალი ვიბრაცია, თითქმის არ გამოსცემდეს ხმას ფრენისას და მაღალი სიჩქარის შემთხვევაში, არ ცხელდებოდეს.

ADIFO ჯერ კიდევ იხვეწება, თუმცა, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის არქიტექტურული შედევრი სიმეტრიულობისა და გადაადგილებასთან დაკავშირებული თავისებურებების გათვალისწინებით.

 

განხილვა