11-12 ივლისს თბილისი ბრენდინგისა და მენეჯმენტის გურუებს – ტომას გედს და შოჰამ ადიზესს უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი “ექსპო ჯორჯია”, ოქროს სპონსორი პაშა ბანკი. პროექტის მარკეტინგული პარტნიორი Marketer.ge.
გთავაზობთ მარკეტერის ექსკლუზიურ ინტერვიუს ბატონ შოჰამ ადიზესთან (ბიოგრაფია)
M: თქვენ მუშაობთ ადიზეს ინსტიტუში, რომელიც აცხადებს რომ მისი მიზანია შეცვალოს ის მეთოდოლოგია როგორც ისწავლება მენეჯმენტი და ასევე პრაქტიკა მისი გამოყენებისა. რას გულისხმობთ ამ ცვილებაში და რატომ ფიქრობთ რომ არსებული შეცვლას საჭიროებს?
პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ ამ თემით დაინტერესებისთვის, თქვენს კითხვებზე ჩემს ვიდეოში ვპასუხობ
ჩვენ დიდი ხანია უკვე ვაკვირდებით როგორ იცვლის ორგანიზაციებისათვის პრობლემის გადაჭრის კონცეფცია სახელს.
თავდაპირველად მას ადმინისტრაცია ერქვა, ამავე პერიოდშ სასწავლებლები, რომლებიც ბიზნეს ლიდერებს ზრდიდნენ საკუთარ თავს “ბიზნესის უმაღლესი განათლების” სკოლებს ეძახდნენ, შემდეგ გამოჩნდა MBA და მენეჯმენტი, მაგრამ ამანაც ვერ იმუშავა და დაამატეს Executive (აღმასრულებელი) და შეიქმნა პროგრამები სწორედ აღმასრულებლებისათვის, მაგრამ მე ვთვლი რომ ამანაც არ გამოიღო შედეგი და გაჩნდა საჭიროება ახალი სიტყვის და კონცეფციის გაჩენისა. სწორედ ასე გამოჩნდა ლიდერობა. ლიდერობის შესახებ უამრავი წიგნი იბეჭდება, ისინი გვასწავლიან როგორ განსხვავდება ლიდერი მენეჯერისგან და ა.შ მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ლიდერობაც უბრალოდ მორიგი ჩვენი ახირებაა. მე ვთვლი რომ მალე უნდა გამოჩნდეს ის სიტყვა, რომელიც სწორედ წარმოაჩენს ადამიანის იმ თვისებებს რომელიც საჭიროა ორგანიზაციის მართვისათვის.
საბოლოო ჯამში შემიძლია გითხრათ რომ ორგანიზაციას სჭირდება ადმინისტრირება, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ორგანიზაციას სჭირდება მენეჯმენტი და კარგ მენეჯმენტს შეუძლია წარმატების მოტანა, მაგრამ მხოლოდ მოკლე პერიოდში. ამიტომ მე ვთვლი რომ მხოლოდ ენტეპრენუარ ლიდერს შეუძლია იყოს სასარგებლო ორგანიზაციისათვის გრძელვადიან პერსპექტივაში.
M: რა თემებზე ისაუბრეთ თბილისში დაგეგმილ სემინარზე?
იქნება სამი ძირითადი თემა –
პირველი – “ჩვენი მომავალი გამოწვევების აღმოჩენა დღეს”
ეფექტური მენეჯმენტისთვის ფუნდამენტური პრინციპია, რომ ორგანიზაცია დროსთან ერთად გაიზარდოს და განვითარდეს. ნებისმიერი ორგანიზაცია გადის სასიცოცხლო ციკლს და თითოეულ ეტაპზე სხვადასხვაგვარი გამოწვევებია. ამ პროგრამის ფარგლებში ვისაუბრებთ იმ 10 ეტაპზე, რომელიც არსებობს ორგანიზაციის სასიცოცხლო ციკლში და მათ გამოწვევებზე.
მეორე პანელის თემა იქნება
” როგორ ჩავატაროთ ეფექტური და სასარგებლო შეხვედრები ადიზეს მეთოდოლოგიის გამოყენებით”. შეხვედრები არის უნიკალური შესაძლებლობა მენეჯერებისათვის რომ მოუტანონ სარგებელი თავიანთ ორგანიზაციებს, ბევრი მენეჯერი წუწუნებს რომ შეხვედრები და თათბირები არაპროდუქტიულია და ჩვენ ამ მიდგომას შევცვლით.
მესამე პანელზე მე ვისაუბრებ ადიზეს მეთოდოლოგიაზე, ამ მეთოდოლოგიას ამერიკაში ყველაზე კარგად შენახულ საიდუმლოს უწოდებენ.
M: 3 რჩევა რომელსაც ექსკლუზიურად მარკეტერის მკითხველ მენეჯერებს გაუზიარებდით და რომელიც დაეხმარებათ მათ საკუთარი გუნდის და კომპანიის მართვაში:
სიამოვნებით გიპასუხებთ:
1. შექმენით ორგანიზაციაში ორმხრივი ნდობის კულტურა ეს ძალიან დიდი ქონებაა.
2. ადამიანებს ქმნის გარემო, ხშირად უფრო მარტივია რომ ადამიანს შეუცვალოთ გარემო და დააკვირდეთ როგორ შეიცვლება თავად, ვიდრე აიძულოთ ის შეიცვალოს და თავად შეცვალოს მის ირგვლივ გარემო.
3. სრულქმნილი და სრულყოფილი მენეჯერები არ არსებობენ, თქვენ ვერ შეძლებთ ყველაფერს საუკეთესოდ. ამიტომ საჭიროა აღმოაჩინოთ თქვენსავე გუნდში ადამიანების ძლიერი მხარეები და ის მიმართულებები მათ გადააბაროთ.
სემინარზე დასწრება ფასიანია, რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:
http://bit.ly/1gjB162
ან დაუკავშირდნენ ღონისძიების ორგანიზატორებს:
ტელ: 234 11 00 (106) – თეონა თავაძე
[email protected]
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ღონისძიების გვერდს:
http://on.fb.me/1oPEBYm