13
May
2019

„აჭარა ჯგუფი“ სათამაშო ბიზნესს ტოვებს 

13 May 2019

აჭარა ჯგუფი“ სათამაშო ბიზნესიდან გადის – კომპანიის მფლობელმა, 2019 წლის თებერვალში, „აჭარაბეთში“ „ონლაინ“ თამაშების მიმართულებით მისი კუთვნილი წილი (51%), Paddy Power Betfair-ის სასარგებლოდ, 116 მლნ ევროდ გაასხვისა. ახლა კი, „აჭარა ჯგუფის“ სასტუმრო „სტამბაში“ შემავალი სამორინე „ავიატორი“ დახურა. როგორც თავად ამბობენ, სათამაშო ბიზნესიდან გასვლა ფინანსურ პრობლემებს არ უკავშირდება, ეს წინასწარ განსაზღვრული სტრატეგიის ნაწილია, სამომავლოდ კი სასტუმროებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით აპირებენ ინვესტიციების განხორციელებას.

ვალერი ჩეხერია: თანხა, რომელიც მივიღეთ მოხმარდება სოფლის მეურნეობის მიმართულების განვითარებას და ახალი სასტუმროების მშენებლობას.

 

„ საინტერესო შემოთავაზება იყო. ბიზნესის კუთხით, ავწონდავწონეთ და გადავდგით ეს ნაბიჯი. [Paddy Power Betfair] მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც სათამაშო ბიზნესით არის დაკავებული, ძირითადად „ონლაინ“. ის ფასი, რაც ჩვენ მივიღეთ იყო ძალიან მიმზიდველი და რასაკვირველია, მივიღეთ გადაწყვეტილება. რაღაც პერიოდის შემდეგ, ვფიქრობთ, საერთოდ გამოსვლაზე ამ ბიზნესიდან. ის თანხები, რომელიც მივიღეთ [გარიგების შედეგად], მოხმარდება სრულიად სოფლის მეურნეობის მიმართულების განვითარებას და ახალი სასტუმროების მშენებლობას. მათ შორის ქვეყნიდან გასვლასაც“- აღნიშნა Adjara Group Hospitality-ს გენერალური დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ გადაცემაში „ფორბსის კვირა“.

განხილვა