6
Aug
2019

აჭარის რეკლამა National Geographic-ზე

6 Aug 2019

Elit Electronics
Elit Electronics


„ბათუმი, საქართველო, აირჩიე შენი საყვარელი ფერი“ – ეს აჭარის საიმიჯო რგოლის გზავნილია, რომელიც, National Geographic-ის ეთერით გადის. ადგილობრივ ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ მიზანი, საერთაშორისო დონეზე, ცნობადობის გაზრდა და რეგიონში ტურისტების მოზიდვაა. სატელევიზიო რეკლამა, პოპულარულ სამოგზაურო არხზე, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, გერმანიაში, ლატვიასა და ესტონეთში ტრიალებს.

 

 

„აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაციას. ამ შემთხვევაში აქცენტი გვაქვს ჩვენს სამიზნე ევროპულ ბაზრებზე, სადაც აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების ამსახველი ვიდეორგოლები ლატვიურ, გერმანულ, ესტონურ და ინგლისურ ენებზე ტრიალებს. ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის რეკლამირება ისეთ პოპულარულ სამოგზაურო მედიაპლატფორმაზე, როგორიცაა National Geographic, რა თქმა უნდა, საქართველოს დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებასა და ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს. პარალელურად, აჭარაზე სტატიებსა და ბლოგებს ამზადებენ „ფორბსი“, კოსმოპოლიტანი, VOGUE, ZOE Magazine, L’Officiel და სხვა გავლენიანი გამოცემის ჟურნალისტები. რეგიონის რეკლამირება, ასევე, გრძელდება გარე და „ონლაინ“ რეკლამით, როგორც ტრადიციულ, ისე ახალ სამიზნე ქვეყნებში,“ – ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე.

აჭარის შესახებ ვიდეორგოლი National Geographic-ზე აგვისტოს ბოლომდე გავა.

განხილვა