22
Mar
2017

აჭარაში ფუნქციონირებადი სარეკლამო სააგენტოები და მათი სამუშაოს სპეციფიკა

22 Mar 2017

სხვა სფეროების გვერდით, სარეკლამო ინდუსტრიის განვითარებაც ქვეყნის იმ ქალაქებში შეინიშნება, სადაც ბიზნესის აქტიური განვითარების შესაძლებლობაა. სტრატეგიულ-ურბანული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მიმოგვეხილა აჭარის რეგიონი, აქ ფუნქციონირებადი სარეკლამო სააგენტოები და მათი სამუშაოს სპეციფიკა. აღმოჩნდა, რომ ტურისტული მახასიათებლებიდან, ასევე, მოსახლეობის რაოდენობიდან და ბიზნესის განვითარების დონიდან გამომდინარე, აქ სარეკლამო სააგენტოების არც ისე მრავალფეროვანი, თუმცა კარგი არჩევანია. როგორც სხვა მხრივ, სარეკლამო ინდუსტრიის მხრივაც, რეგიონის ცენტრი ბათუმია. შესაბამისად, რეგიონის სხვა ქალაქების ბიზნესების წარმომადგენლები, სარკლამო პროდუქტის დამზადების გზების ძიებას ბათუმში მიჰყავს. სეზონური კურორტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბათუმის ბიზნეს სფეროს და შესაბამისად სარეკლამო კომპანიებსაც სეზონურობისგან გამოწვეული არასტაბილურობა და სხვა თავისებურებები ახასიათებთ.

ლოკალურ სარეკლამო სააგენტო – Look Production – ის მარკეტინგის მენეჯერ, ნათია კირცხალიასთან საუბრისას გავარკვიეთ, რომ კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სარეკლამო ვიდეო რგოლების შექმნას, არქიტექტურული დიზაინს, დიჯითალ მარკეტინგს, მედიადაგეგმარებასა და მასალის სატელევიზიო ეთერებში განთავსებას, საქართველოს გარდა, უკრაინაშიც.

„შევიქმენით 2015 წლის თებერვალში. ლოგოდან დაწყებული სრულად ვქმნით იმიჯს, პოლიგრაფიულ მასალას, ვაკეთებთ კომპლექსურ შეთავაზებებს. ჩვენი მომხმარებლები არიან სამშენებლო კომპანიები, თითქმის, აჭარის რეგიონის მასშტაბით, სამშენებლო კომპანიების 95 %- ვემსახურებით. გარდა ამისა, ჩვენ მომხმარებელთა შორისაა ბათუმის ბულვარი, ფინანსთა სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ..

ჩვენთან, სამიზნე ბაზებიდან გამომდინარე ხდება სტრატეგიის განსაზღვრა. იმ შემთხვევაში თუ ვაქცენტირდებით გარე ბაზარზე, ვითვალისწინებთ კულტურულ და  სხვა ფაქტორებსაც, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის პოპულარიზაციასაც ვეწევით.

ზაფხულის პერიოდი არის ძალიან დატვირთული სხვა სეზონებთან შედარებით. თუმცა, ვერ ვიტყვით რომ საზაფხულო სეზონით შემოვიფარგლებით. თბილისშიც ვრცელდება ჩვენი მომსახურება. არ ვთვლით, რომ რეგიონის მასშტაპით კონკურენტი კომპანია გვყავს. გვითხრა ნათიამ.

 

2015 წელს შექმნილი Shindi Creative რეგიონში არსებულ მომხმარებელს Look Production – სგან პროფილურად განსხვავებულ, ციფრულ მომსახურებას სთავაზობს, როგორიცაა: ინტერნეტ რეკლამების დამზადება, სოციალურ მედიის გამართვა, ვებ გვერდების დამზადება,გრაფიკულ დიზაინი, ბრენდინგი, 3D ანიმაციების შექმნა და ა.შ.

 

Shindi -ში ამბობენ, რომ ყავთ ორი ტიპის მომხმარებელი, ერთირომელსაც უწევენ ერთჯერად მომსახურებას და მეორე – რომელიც აყავთ სააბონენტოზე და ემსახურებიან ყოველთვიურად. მათი მომხმარებლები ძირითადად არიან სამშენებლო კომპანიები, რომელთაც სჭირდებამასიური პროექტები; მაგალითად: ვებგვერდი, სოციალური მედია, ზოგადი, ვიზუალური შეფუთვა. ემსახურებიან სხვა კომპანიებსაც, რესტორნებს, სასტუმროებს და ა.შ.

დეტალების გასარკვევად მარკეტერი Shindi – ს თანადამფუძნებელს, დავით მახარაძეს ესაუბრა:

M: აქვს თუ არა სეზონური ხასიათი სარეკლამო მოთხოვნას (ბათუმის სეზონური სპეციფიკიდან გამომდინარე)?

სეზონზე უფრო იზრდება მოთხოვნა. ჩვენს კლიენტებს თავიდანვე კონსულტაციას ვუწევთ, ვეუბნებით – იმისათვის რომ სეზონისთვის იყვნენ მზად, საჭიროა შეიქმნან ბექგრაუნდი. თუმცა, მაინც არიან ისეთი კლიენტები, რომლებიც კონკრეტულად ზაფხულში ითხოვენ დახმარებას, მაშინ როცა კარს მოადგებათ საჭიროება. გამომდინარე იქიდან რომ ახალი კომპანია ვართ, 5-6 თანამშრომლით, ამის მიხედვით ვანაწილებთ რესურსს.

M: რისი გათვალისწინებით საზღვრავთ სარეკლამო/საკომუნიკაციო სტრატეგიას?

დასაწყისისთვის ხდება კომპანიის შესწავლა, მათი მოთხოვნების განხილვა, პატარა ინტერვიუებს ვატარებთ, რის შედეგადაც ვარკვევთ რისი გაკეთება სურთ, როგორ აღიქვამენ თავს იმ გარემოში რომელშიც ფუნქციონირებენ, ვსაზღვრავთ მიზანს და ვშლით პატარა მიზნებადსტრატეგიებად.

M: რა სირთულეებს შეხვედრიხართ მომხმარებელთან ურთიერთობისას?

ერთმნიშვნელოვანია, კომუნიკაცია შესაძლოა გართულდეს, როცა კლიენტს რაღაც სურს, მაგრამ ახსნა არ შეუძლია, ვერ გამოხატავს. ასეთ შემთხვევაში გვიწევს ზედმეტი დროის დახარჯვა. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ბიზნესებზე და მათ მმართველებზე.

ბათუმში გვყავს ძირთადი კლიენტები, მაგრამ გვყავს აჭარის მასშტაბითაც, მაგალითად ჩაქვში. თბილისშიც გვყავს ერთი ორი მომხმარებელი კომპანია.

ბათუმში ფუნქციონირებადი კიდევ ერთი სარეკლამო სააგენტო Macro Studio -ს დამფუძნებელმა – ზურაბ ქავთარაძემ სეზონური მახასიათებლები უფრო დეტალურად გაგვაცნო:

ბათუმი პატარა ქალაქია და დროის მიხედვით სხვადასხვა სტრატეგია გვჭირდება.სეზონურ ფაქტორზე ვართ დამოკიდებული. ზღვისპირა, პატარა ქალაქს აქვს თავისი სპეციფიკა. ზაფხულის პირველიმეორე თვის შემდეგ ყველაფერი ჩერდება, შემდეგ, საახალწლო პერიოდში შეინიშნება აქტიურობა. უფრო გაზაფხულზე იწყება ჩვენი სეზონი. ბათუმში, ზაფხულისთვის მზადება სარეკლამო სფეროში ხდება 2-3 თვით ადრე.

აჭარა არ არის დიდი რეგიონი, ყველა ქალაქი რომელიც ჩართულია კერძო ბიზნესში, სარეკლამო მიზნით, თავს იყრის ბათუმში. მაგალითად ქობულეთიდან ჩამოდიან და ეძებენ სარეკლამო კომპანიას აქ. ჩვენ შემთხვევაში, ძირითადად ვიწყებთ დიზაინით, თუმცა, რა თქმა უნდა მოთხოვნაზე ვართ დამოკიდებული.

ჩვენი კომპანია 2011 წელს შეიქმნა. გარდა ვიდეო რეკლამისა, ვამზადებთ პოსტერებს, გარე ბანერებს. ჩვენი მომხმარებლები არიან: ადგილობრივი კომპანიები, რესტორნები, ბარები, სამშენებლო კომპანიები, მაღაზიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო სტრუქტურები.“

გარდა აქ წარმოდგენილი კომპანიებისა, რეგიონში ფუნქციონირებს რამდენიმე მცირე სარეკლამო კომპანია. თუმცა, მათი პოვნა მხოლოდ ბათუმშია შესაძლებელი. ურბანიზაციის აქტიური პროცესის, ქალაქის განაშენიანების, ახალი მიწების ათვისების კვალდაკვალ, აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით კი ბათუმში, იზრდება სარეკლამო მომსახურების მოთხოვნა. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი რეგიონში კარგი, თუმცა არც ისე მრავალფეროვანი არჩევანია.

განხილვა