in

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით , პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა

„აჭარაბეთის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივას” და პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქია“ ფარგლებში, კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა. 30-ზე მეტმა შშმ პირმა, სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ და ომის ვეტერანმა სპორტის ისეთ სახეობებში იასპარეზეს, როგორებიცაა: სასტენდო და მიზანში სროლა, ცხენოსნობა, მინი გოლფი და ბოულინგი. ღონისძიებას „კაჭრეთის ამბასადორმა“ უმასპინძლა.

 

„სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორის“ რეკრეაციულ სივრცეში გამართული ღონისძიებები ყველასათვის დაუვიწყარი და ემოციებით აღსავსე აღმოჩნდა. ბენეფიციართა უმეტესობამ პროექტში პირველად მიიღო მონაწილეობა და საკუთარი ოცნებებიც აისრულა“. 

ღონისძიების დასასრულს, გამოავლინეს გამარჯვებულები, გუნდურ და ინდივიდუალურ დისციპლინებში. პირველ, მეორე და მესამე ადგილოსნებს გადაეცათ: პრიზები, დიპლომები, მედლები და გარდამავალი თასები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ 30 აქტივობაში, წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული. ეს ღონისძიებები ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.

 

 

[პარტნიორის კონტენტი]

კორეული ინტერნეტ პროვაიდერი Netflix-ისგან გადასახადს ითხოვს, რადგან “კალმარის თამაში” ძალიან პოპულარულია

ახალი საკლუბო ფორმა და  „სოხუმის“ მორაგბეების გეგმები, „თეგეტა თრაქ ენდ ბასთან“ ერთად