„აჭარაბეთის“ 8 საპატიო ელჩმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა, 4 მათგანი კი ვერცხლის პრიზიორი გახდა. კომპანიამ, ნახევარ-მილიონიანი საპრიზო ფონდი გამოყო, საიდანაც, Tokyo 2020-ის პრიზიორები, 100-100 ათასი ლარით დაასაჩუქრა.
„ბედნიერი ვარ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მოვიპოვე მედალი, მინდა „აჭარაბეთს“ მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის და დაფასებისთვის. სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შრომა გიფასდება. მინდა, ასევე, მივულოცო წარმატება ყველა სპორტსმენს, ვინც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა და რაც მთავარია, დიდი მადლობა ვუთხრა გულშემატკივარს, მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ლაშა შავდათუაშვილმა.
„აჭარაბეთი“ არის კომპანია, რომლისთვისაც სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მუდმივად ცდილობს, წვლილი შეიტანოს ქართველი სპორტსმენების წარმატებაში.
[პარტნიორის კონტენტი]