დღეს, 2 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველად ითამაშებს „აჭარაბეთ არენაზე“. გუნდი, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში, კოსოვოს დაუპირისპირდება.
შეხვედრა 20:00 საათზე გაიმართება. ქვეყანაში არსებული COVID-19-ის საწინააღმდეგო რეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
„როგორც მწვრთნელების, ისე მოთამაშეებისთვის ცარიელ სტადიონზე თამაში, რა თქმა უნდა, არც თუ კომფორტულია. ეს სპორტი ყველას გულშემატკივრებთან ერთად გვიყვარს. სამწუხაროდ, ახლა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული რეგულაციების დაცვა გვიწევს და ამას პატივი უნდა ვცეთ.
რაც შეეხება, მომავალ შეხვედრებს, ფეხბურთელებთან ერთად ვისაუბრეთ, რომ ამ მომენტში, სრული კონცენტრაცია კოსოვოსთან მატჩზე უნდა მოვახდინოთ და ესპანეთზე ბევრი არ ვიფიქროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და გვსურს, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ.
Მოწინააღმდეგე გუნდის ბევრი მოთამაშე კარგ გუნდებსა და ლიგებში თამაშობს. რა თქმა უნდა, ხვალ რთული მატჩი გვექნება, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენი ფეხბურთელები ამისთვის მზად არიან. დარწმუნებული ვარ, მეტოქის დაუფასებლობას ადგილი არ ექნება, ასი პროცენტით დავიხარჯებით და სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ, რადგან ეს ჩვენი მთავარი მიზანია“, – განაცხადა ვილი სანიოლმა, მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.
„აჭარაბეთს“, სპორტის მოყვარულებისთვის, სპეციალური შეთავაზება აქვს:
„შეიყვანე ბილეთში „აჭარაბეთ არენაზე“ გასამართი საქართველო-კოსოვოს მატჩიდან ნებისმიერი პოზიცია და მიიღე ფრისპინი „ჯვაროსნების“ გოლების შესაბამისად“.
[პარტნიორის კონტენტი]