adjarabet awards 2021-ზე ხმის მიცემა უკვე დაიწყო. შესაბამისად, გულშემატკივრებს აქვთ საშუალება, ხმა მისცენ რჩეულ კანდიდატს.
adjarabet awards ქართული სპორტისა და სპორტსმენების მხარდამჭერი პროექტია, რომელიც ყოველწლიურად გამოავლენს და დააჯილდოებს სპორტის გამორჩეულ ადამიანებს.
„საქართველოში ნებისმიერ სპორტსმენს, რომელსაც გარკვეული შედეგი აქვს დადებული, აუცილებლად სჭირდება შესაბამისი დაფასება და მხარდაჭერა. ვთვლი, რომ adjarabet awards არის ერთ-ერთი საშუალება ამ მიზნის მისაღწევად.
ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი მომენტია, რომ ვარ ნომინირებული წლის საუკეთესო პარასპორტსმენის ნომინაციაში, მინდა ყველას წარმატება ვუსურვო“- აბობს პარა-მოფარიკავე ირმა ხეცურიანი.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან ნომინაციებში:
- წლის საუკეთესო სპორტსმენი
- წლის საუკეთესო გუნდი
- წლის აღმოჩენა
- წლის საუკეთესო მსაჯი
- წლის საუკეთესო მომენტი
- წლის საუკეთესო მწვრთნელი
- წლის საუკეთესო პარა-სპორტსმენი
- წლის დაპირისპირება
„წლის მთავარ სპორტულ დაჯილდოებაზე ხმის მისაცემად უნდა შეხვიდეთ adjarabet awards-ის ვებგვერდზე და ხმა მისცეთ თქვენთვის სასურველ ნომინანტს. საბოლოო გამარჯვებულების ვინაობა 4 იანვარს გახდება ცნობილი. მოდით, ერთად გამოვავლინოთ საუკეთესო ქართველი სპორტსმენები!“ – ამბობს „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინი გუჯაბიძე.
[პარტნიორის კონტენტი]