in

„აჭარაბეთი“ სპორტის მხარდაჭერას განაგრძობს და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის  გენერალური სპონსორი გახდა

კომპანია „აჭარაბეთსა“ და საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, „აჭარაბეთი“ ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა – 2020-2022 წლების საკალათბურთო სეზონებზე და 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე კომპანია „აჭარაბეთი“ გენერალურ სპონსორობასთან ერთად, მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას.

bog
bog-mob

კომპანია „აჭარაბეთისთვის“ სპორტი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, წლებია სპორტის მხარდამჭერები ვართ და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოს  კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი გავხდით. თანამშრომლობის პერიოდში არაერთი საინტერესო პროექტი გველოდება წინ, როგორც კალათბურთის გულშემატკივრებს, ისე ყველა იმ ადამიანს, ვინც ქართველ სპორტსმენებს და სპორტს ქომაგობს“, – განაცხადა „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ „აჭარაბეთს“, რომელიც აქამდეც გვერდით ედგა სპორტს და მათ შორის  კალათბურთსაც. თუმცა, ახლა უკვე ოფიციალური მემორანდუმი გაფორმდა  ჩვენს შორის – კომპანია „აჭარაბეთი“ გახდა კალათბურთის ეროვნული  ფედერაციის გენერალური სპონსორი. წინ საინტერესო პერიოდი გველის და გვახარებს ასეთი კომპანიის გვერდით დგომა,“- განაცხადა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.

 

[პარტნიორის კონტენტი]

„ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ – ახალი საბავშვო წიგნი კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში

თიბისი გამოწერის ინოვაციურ მოდელზე გადადის