in

დედა-შვილის ეკიპაჟი #52

ეკიპაჟი # 52 – მაია გოშაძის და მარიამ ნანობაშვილის გუნდმა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ტიტულიანი „ოფროუდერების“ რეპუტაცია დაიმკვიდრა. გასულ წელს, დედა-შვილის წყვილმა საერთაშორისო სათავგადასავლო რალი – რეიდი მოიგო. ახლა კი წლევანდელ შეჯიბრებაში ისევ მონაწილეობდნენ. დედა-შვილის ეკიპაჟის # 52 სპონსორი კომპანია „აჭარაბეთია“.

„სათავგადასავლო რალი საქართველო“ საავტომობილო შეჯიბრებისა და ტურისტული ჯიპ-ტურის ნაზავია, რომელიც უკვე მესამე წელია, წარმატებით ტარდება საქართველოში.

6 დღე, 1500 კილომეტრი და ყველგანმავალი ავტომობილები, რომლებსაც, ამჯერად, მხოლოდ ქალბატონები მართავდნენ.

Rally Adventure Georgia-მ სტარტი 11 ოქტომბერს, თბილისში აიღო. ასპარეზობის განმავლობაში მონაწილეები საკუთარ და ავტომობილების შესაძლებლობებს გამოცადეს სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებების გადალახვაში. მონაწილეებმა ფინიშის ხაზი ბათუმში, 16 ოქტომბერს გადაკვეთეს და თბილისში დაბრუნდნენ.

ექსტრემალური თავგადასავალი სულ ერთ კვირას გაგრძელდა და მასში მონაწილე, „ოფროუდერებმა“, ჯამში, 1500 კილომეტრს დაფარეს.

„აღსანიშნავია, რომ რალი ედვენჩერ ჯორჯია“ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეჯიბრია. პირველი, რომ საქველმოქმედო მისია აქვს და მეორე – ქალთა გაძლიერების და სტერეოტიპების აქცენტირებული. „ქროს ქანთრი რალი“ იმით არის საინტერესო, რომ ნახულობ წარმოუდენელ ადგილებს, ცდი საკუთარ გამძლობას, ნავიგაციის უნარებს და ხვდები ძალიან საინტერესო ადამიაბს. ვფიქრობ, მომავალშიც მივიღებ მონაწილეობს ამ შეჯიბრში უცვლელი ეკიპაჟით მე და დედა, #52“, – ამბობს მარიამი.

კომპანია „აჭარაბეთისთვის“ მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.

 

[პარტნიორის კონტენტი]

შვედური კომპანია ფოლადის საწარმოებლად მწვანე წყალბადს იყენებს

ბავშვთა კვების შვეიცარიული ბრენდი Holle უკვე საქართველოშია