in

„აჭარაბეთის“ ახალი CSR პლატფორმა „ინიციატივა“ საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებებით იმუშავებს

კომპანია „აჭარაბეთის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის „ინიციატივას“ მხარდაჭერით, ფონდი „1ანობა“ და მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი ადამიანები –  ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე და სხვები. ეს ადამიანები ფონდის ბენეფიციარების მხარდასაჭერად ერთიანდებიან.

საქველმოქმედო კონცერტი 6 ივნისს, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გაიმართება და ნებისმიერ მსურველს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს) ექნება შესაძლებლობა, თანხა გადარიცხოს ფონდის „1იანობა“ ანგარიშზე ან სატელეფონო ზარით განახორციელოს დონაცია.

„ეს ჩენი პირველი პროექტია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივაა“ ფარგლებში, კომპანია „აჭარაბეთი“ დგამს პირველ ნაბიჯს ამ ადამიანებისთვის და ასევე, ყველას აძლევს შესაძლებლობას, სურვილისამებრ, შეიტანონ საკუთარი წვლილი.“-აცხადებენ „აჭარაბეთში“.

„ონლაინ პლატფორმა „1იანობა“ შეიქმნა პანდემიის დროს, რათა  დავხმარებოდით იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“ -აცხადებს ფონდ „1ანობის“ დამფუძნებელი ვალერი ჩეხერია.

„ჩვენ, ყველანი ვერთიანდებით პანდემიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი თანხა მოვაგროვოთ მათთვის”.

სატელეფონო ნომერი:  0901 900 991

„საქართველოს ბანკი“

მიმღები: ააიპ ერთიანობა 2020

GE48BG0000000162696882

თიბისი ბანკი

მიმღები: ააიპ ერთიანობა 2020

GE28TB7404836080100011

 

[პარტნიორის კონტენტი]

ქართული თამაში/აპლიკაცია „სიტყვობანა“, რომლითაც ბავშვები კითხვას სწავლობენ

იაპონიის ზოოპარკმა კაფეში დისტანციის უზრუნველსაყოფად სათამაშო წყლის გოჭები დასვა