„აჭარაბეთი“ განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერას და ამჯერად, ProductTank Tbilisi-ს შეხვედრების სერიას წარმოგიდგენთ.
ProductTank არის ყოველთვიური ღონისძიებების სერია, რომელიც მასპინძლობს პროდუქტ მენეჯერებს, სტარტაპ დამფუძნებლებს, დიზაინერებს, დეველოპერებსა და ყველას, ვისაც მეტის გაგება სურს პროდუქტ მენეჯმენტის შესახებ.
ProductTank Tbilisi-ს ეს შეხვედრა ჩატარდება პარასკევს, 27 ნოემბერს, 20:00 საათზე, „ონლაინ“ რეჟიმში- Zoom-ში და Facebook-ის ლაივ სტრიმში. შეხვედრის თემაა UX კვლევა.

ღონისძიების სპიკერები არიან:
– თამუნა წიკლაური, UX Researcher, adjarabet.com
თამუნა ისაუბრებს მომხმარებელთა პერსონებსა და მათ გავლენაზე პროდუქტების განვითარების პროცესში ”
– გუა ტაბიძე, Product Owner, adjarabet.com
გუა დაგვაფიქრებს თუ როგორ შეიძლება იყოს ორგანიზებული პროდუქტის აღმოჩენის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ხმისა და ჰიპოთეზების ვალიდაციას.
ღონისძიების მოდერატორია მარიამ ხუნძაყიშვილი, intrro-ს მთავარი UX დიზაინერი
ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ საჭიროა წინასწარი რეგისტრაციას meetup.com-ზე, რის შემდეგაც მეილზე მიიღებთ ივენთზე დასასწრებ : Zoom-ლინკს.
შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 200 ქალაქს აერთიანებს.
[პარტნიორის კონტენტი]











