22
Jul
2019

აჭარაბეთის სპორტის სახე რივალდო თბილისშია

22 Jul 2019

ლეგენდარული ფეხბურთელი, ბრაზილიელი რივალდო, რომელიც adjarabet.com-ის სპორტის სახე გახდა, უკვე თბილისშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას აჭარაბეთის წარმომადგენლებთან ერთად ქართველი გულშემატკივარიც დახვდა.

რივალდო აჭარაბეთის ფილმ “არენაში” მიიღებს მონაწილეობას. გადაღებები წყალტუბოში გაიმართება. რივალდოსთან ერთად ფილმში ცნობილი ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვესტუმრე. ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს და სიამოვნებით დავთანხმდი შეთავაზებას, გავხდი „adjarabet.com-ის სპორტის ამბასადორი. ფილმში გადაღება საინტერესო გამოცდილებაა და ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მასში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია“, – განუცხადა რივალდომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს.

განხილვა