in

აჭარაბეთი საუკეთესო გემბლინგ კომპანიების ათეულში მოხვდა!

SBC (Sports Betting Community) Awards უკვე 4 წელია, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა კატეგორიაში, საუკეთესო გემბლინგ კომპანიებს აჯილდოებს. წლევანდელ დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები 28 განსხვავებულ კატეგორიაში გამოვლინდებიან. გამარჯვებულთა ვინაობა 5 დეკემბერს, ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე გახდება ცნობილი, თუმცა, შორთლისთში მოხვედრილთა სია უკვე გარკვეულია და კატეგორია “სპორტ ბეთინგის ამომავალი ვარსკვლავის” საუკეთესო ათეულში ქართული გემბლინგ კომპანია Adjarabet-იც მოხვდა. SBC Awards-ზე მონაწილეობის მნიშვნელობაზე Adjarabet-ის სპორტის მარკეტინგის მენეჯერი იმედა იმედაშვილი გვესაუბრა.

M: რას ნიშნავს თქვენთვის SBC Awards-ის შორთლისთში მოხვედრა?

ჩვენთვის უდიდესი პატივია SBC Awards-ის კატეგორიის „ამომავალი ვარსკვლავი სპოტს ბეთინგში“, ფინალისტებს შორის მოხვედრა. ეს ჩვენი კომპანიის განხორციელებული ინოვაციური პროექტების საერთაშორისო აღიარებაა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აჭარაბეთის სანდოობას.

M: პირველად მონაწილეობთ ამ კონკურსში, თუ აქამდეც გქონიათ მცდელობა? 

დიახ, წელს პირველად შევავსეთ განაცხადი.

M: რამ განაპირობა SBC Awards-ის მხრიდან თქვენით დაინტერესება?

კატეგორიაში „ამომავალი ვარსკვლავი სპორტ ბეთინგში“ განიხილება ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები, აჭარაბეთმა SBC Awards-ის ყურადღება ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო მიიქცია. Adjarabet.com იყო პირველი, რომელმაც 2015 წელს ქართულ ბაზარზე სპორტ ბეთინგის მოყვარულების ერთ-ერთი ფავორიტი ფუნქცია, CashOut შემოიტანა. გარდა ამისა, იმავე წელს მომხმარებელს შესთავაზა Nonstop – აჭარაბეთის შექმნილი უნიკალური ფუნქცია, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. ასევე, აჭარაბეთი სპორტის მოყვარულებს სთავაზობს სრულყოფილ და კომფორტულ სპორტბეთინგს. აქ ერთ სივრცეშია თავმოყრილი გუნდების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკები, გუნდების შემადგენლობები, თამაშების ლაივსტრიმები და დასრულებული მატჩების მიმოხილვები. სხვადასხვა ინოვაციურ ფუნქციებთან ერთად აჭარაბეთი თავის მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს მრავალფეროვან აქციებს. სწორედ ეს ყველაფერი გახდა ფინალისტებს შორის მოხვედრის საფუძველი.

M: როგორ ფიქრობთ, ქართულ ბაზარზე, როგორ იმოქმედებს ეს მიღწევა თქვენს კონკურენტუნარიანობაზე?

SBC Awards-ზე სხვადასხვა კატეგორიის ჯილდოები მოგებული აქვთ ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორებიცაა Bet365, SkyBet, Ladbrokes, Bwin, William Hill… რა თქმა უნდა, SBC Awards-ზე წარდგენა გაზრდის ჩვენს კონკურენტუნარიანობას და ასევე ეს არის ახალი გამოწვევა ჩვენი კომპანიისთვის, რომ მხოლოდ ფინალისტებს შორის დასახელებით არ დავკმაყოფილდეთ მომავალში და ვიბრძოლოთ მთავარი პრიზისთვისაც. ეს ყველაფერი შეუძლებელია ჩვენი ერთგული მომხარებლების გარეშე, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ.

[R]

3 ოქროს სიტყვა წარმატებული კონტენტ მარკეტინგის შესაქმნელად – Monster.com-ის მაგალითი

როჯერ ფედერერისა და რობოტის სახალისო მატჩი – Jura-ს ვიდეორგოლი