in

„აჭარაბეთი“, SBC Awards-ზე, „წლის საუკეთესო სპონსორი კომპანიის“ კატეგორიის ფინალშია

Sporti
Sporti

აჭარაბეთი“, SBC Awards-ზე, „წლის საუკეთესო სპონსორი კომპანიის “კატეგორიის ფინალისტებს შორისაა. 14 დეკემბერს, გამარჯვებულებს 43 სხვადასხვა განსხვავებულ კატეგორიაში გამოავლენენ. მათ შორის, ერთ-ერთია „წლის საუკეთესო სპონსორი კომპანია“, რომლის 8 ფინალისტში კომპანია „აჭარაბეთი“ მოხვდა.

„აჭარაბეთი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად
ორიენტირებულია ქართული სპორტის და სპორტსმენების მხარდაჭერაზე. კომპანია
ცდილობს, გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ  შესაძლებლობა გამოავლინონ  საკუთარი  პოტენციალის  მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.

„აჭარაბეთმა“ ქართული სპორტის დასახმარებლად, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, 8 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია ჩადო. ამ ხნის განმავლობაში, 10 -ზე მეტ ფედერაციასთან და სპორტულ ორგანიზაციასთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. გარდა ამისა კომპანიას ამ დროისთვის ოცამდე საპატიო ელჩი ჰყავს, სპორტის სხვადასხვა სახეობიდან.

„ძალიან ვამაყობთ, რომ  SBC Awards-ის ფინალისტებს შორის ვართ, როგორც „წლის სპონსორი კომპანია“. ეს ჩვენი კომპანიის  მიერ განხორციელებული პროექტის საერთაშორისო აღიარებაა“, – განაცხადა „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ. 

SBC (Sports Betting Community) 2009 წელს, ლონდონში დაარსდა და SBC News-ის საშუალებით, მომხმარებელს „გემბლინგის“ სფეროს უახლესს ამბებს აცნობს. ასევე, მისი ნაწილია SBC Events, რომელიც „სპორტბეთინგში“ მოღვაწე კომპანიებისთვის, ყოველწლიურად, საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებს და გამოფენებს ატარებს. მათ შორისაა  SBC Awards, სადაც ყოველ წელს, სხვადასხვა კატეგორიაში, საუკეთესო „გემბლინგ“ კომპანიებს აჯილდოებენ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

გამწვანების როლი თანამედროვე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსებში – „ნამაი სტანდარტი“

შემოქმედებით გუნდში ყოფნა ნიშნავს მუდმივად შემართებით ყოფნას