4
Dec
2018

adjarabet.com, SBC Awards-ზე, „წლის მარკეტინგული კამპანიის“ კატეგორიის ფინალშია 

4 Dec 2018

adjarabet.com, SBC Awards-ზე, კატეგორიის „წლის მარკეტინგული კამპანია“ ფინალისტებს შორის მოხვდა. SBC (Sports Betting Community) 2009 წელს, ლონდონში დაარსდა და SBC News-ის საშუალებით, მომხმარებელს „გემბლინგის“ სფეროს უახლეს ამბებს აცნობს. ასევე, მისი ნაწილია SBC Events, რომელიც „სპორტბეთინგში“ მოღვაწე კომპანიებისთვის, ყოველწლიურად, საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებს, გამოფენებს ატარებს. მათ შორისაა  SBC Awards, სადაც ყოველ წელს, სხვადასხვა კატეგორიაში, საუკეთესო „გემბლინგ“ კომპანიებს აჯილდოებენ.

წლევანდელ ცერემონიაზე, გამარჯვებულებს 38 განსხვავებულ კატეგორიაში გამოავლენენ. სწორედ მათ შორისაა „წლის მარკეტინგული კამპანია“, რომლის ფინალისტებში, 8 ონლაინ „გემბლინგ“ ვებგვერდი მოხვდა და ერთ-ერთი adjarabet.com-ია .

SBC Awards-ზე სხვადასხვა კატეგორიის ჯილდოები მოგებული აქვს ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორებიცაა: “Bet365“, “SkyBet“, “Oddscheker“ და ა.შ.

„კონკურსში მონაწილეობა ისეთ კომპანიებთან ერთად, როგორიცაა: „ბეთ365“, „ვილიამ ჰილი“, „მარათონბეთი“, „ლედბროკსი“ და ა.შ, ხაზს უსვამს „აჭარაბეთის“ წარმატებას და აღიარებას საერთაშორისო ბაზარზე“.

SBC Awards-ის გამარჯვებულებს 4 დეკემბერს, ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე გამოავლენენ.

განხილვა