„ევრო 2020“-ის დაწყებამდე, „აჭარაბეთმა“ საზოგადოებას და მედიას ანგარიში წარუდგინა, თუ რა აქტივობები განახორციელა, ბოლო 2 წლის მანძილზე, სპორტის მიმართულებით – კომპანიამ, ამ პერიოდში, ქართული სპორტის დასახმარებლად, 8 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა და 10-ზე მეტ ფედერაციასთან თუ სპორტულ ორგანიზაციასთან ერთად, არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა.
„Adjarabet არის კომპანია, რომლისთვისაც სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მუდმივად ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ქართველ სპორტსმენებს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გაზარდოს მათი ცნობადობა, მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი გამოავლინონ და მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში იასპარეზონ“.
ანგარიშის წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტსმენები, სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები და „აჭარაბეთის“ ახალი საპატიო ელჩი, მსოფლიო ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ძიუდოისტია, რომელიც ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. „აჭარაბეთმა“ ლაშა შავდათუაშვილს, ბონუსის სახით, 10 000 ლარი გადასცა.
შემაჯამებელ ანგარიშთან ერთად, „აჭარაბეთმა“ ამბასადორების სპეციალური ვებგვერდი წარადგინა, სადაც გაერთიანებულია მათი ყველა მიმდინარე აქტივობა, სპორტის მიმართულებით.
ამ დროისთვის კომპანიას 10-ზე მეტი საპატიო ელჩი ჰყავს, სპორტის სხვადასხვა სახეობიდან, მათ შორის არიან : გიგა ჭიკაძე,ილია თოფურია,ლაშა შავდათუაშვილი, გენო პეტრიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ირმა ხეცურიანი, სტელა ანდრიუკი, ნინო ოძელაშვილი, ზაზა ნადირაძე, თორნიკე ქიმაძე, ავთო კენჭაძე, ნიკა კენჭაძე და ა.შ.
ღონისძიების დასასრულს, „აჭარაბეთმა” , ასევე, წარადგინა EURO 2020-ის კამპანია „მოგების სეზონი“ და ახალი ვიდეორგოლი.
„აჭარაბეთზე“ მოგების სეზონი დაიწყო!
[პარტნიორის კონტენტი]