in

„სპორტმშენი“ გრძელდება – შექმენი შენი სპორტი და მიიღე მონაწილეობა ისტორიულ ჩემპიონატში

Sporti
Sporti

სულ ცოტა ხნის წინ, „აჭარაბეთმა“ წარადგინა ახალი პროექტი „სპორტმშენი“, რომელიც სპორტის მოყვარულებს, აძლევს უნიკალურ შანსს, გახდნენ მისი მთავარი შემოქმედები და შექმნან ახალი სპორტი.

პროექტში ჩართვა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია. ამისთვის, შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც უნდა შეავსოთ აპლიკაცია და დეტალურად აღწეროთ თქვენ მიერ მოფიქრებული სპორტის იდეა და წესები.

პროექტს ჰყავს სპეციალური ჟიური. მისი წევრები შეაფასებენ კონკურსანტების იდეებს და გამოავლენენ გამარჯვებულებს, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი პრიზები: 2 000₾, 5 000₾ და 10 000₾.

და რაც მთავარია, საუკეთესო სპორტის სახეობაში პირველი ისტორიული ჩემპიონატიც გაიმართება!

პროექტის ჟიურის წევრებმა გადაწყვიტეს მონაწილეებისთვის ინსპირაციის მაგალითი გამხდარიყვნენ და თვითონაც შექმნეს ახალი სპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა: „გოლფიარდი“, „დრიფტბურთი“, „ბუშტფარიკაობა“, „დარტსი სლექლაინზე“ და ა.შ.

 

[პარტნიორის კონტენტი]


2 კრიზისი, 2 სიმდიდრე – როგორ ცვლის სოციალური გარდაქმნები ჩვენს სურვილებს?

„მადლობა სამაგალითო ერთობისთვის, მადლობა თავისუფლებისთვის“ – 9 აპრილისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი