in

„აჭარაბეთი“ გამოფენა „სპორტფოტო 2020“-ის პარტნიორია

დღეს, 26 მაისს, სპორტული მოვლენების ამსახველი, რიგით მე-7 გამოფენა – „სპორტფოტო 2020″- იმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 2020 წლის იმ სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტო-კადრები, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა სპორტსმენებმა მიიღეს. გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი, ქართულ სპორტში, 2020 წლის 100 ყველაზე საინტერესო კადრს ნახავს.

გარდა ამისა, გამოიცა „სპორტფოტო 2020“-ის რიგით მე-7 კატალოგი, სადაც „დინამო არენაზე“ გამოფენილი ფოტოების გარდა, კიდევ რამდენიმე ათეული საინტერესო კადრია შესული.

 

„კომპანია „აჭარაბეთი“, როგორც სპორტის მხარდამჭერი კომპანია, „სპორტფოტო 2020“-ის პარტნიორი გახდა. „სპორტფოტო“  –  ეს არის პროექტი, რომელიც თანამედროვე სპორტულ ისტორიას ინახავს. სწორედ ამიტომ, მსგავსი პროექტების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინი გუჯაბიძე.

 

[პარტნიორის კონტენტი]

„კარცერ ლუქსი“ – ანუ როგორ შეიქმნა გამოგონილი მეგაშოუ წიგნების მსოფლიო დედაქალაქში?

თიბისიმ საქართველოს კონსტიტუციის შესახებ ანიმაცია მოამზადა