in

„აჭარაბეთი“ Startup Grind-ის მხარდამჭერი გახდა და მასთან ერთად ახალ პროექტს წარადგენს

კომპანია Adjarabet-მა და Startup Grind-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. „აჭარაბეთში“ ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ინოვაციების და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა. შესაბამისად, სტარტაპ გრაინდთან თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთ საინტერესო პროექტს განახორციელებენ.

მათ შორისაა, პირველი ერთობლივი პროექტი – ტექფესტივალი, თემაზე „ტექნოლოგიური ადაპტაცია ახალ რეალობასთან“. ღონისძიება 18-21 ივნისს ტარდება.

„ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ტექჰაკათონი „atech:restart“. Covid 19-მა დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ქცევაზე. დღეს, მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშეა. ამიტომ, Atech:restart-ის მთავარი თემაც ახალ რეალობასთან ადაპტირება გახლავთ“.

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება კონკურსი, სადაც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, პრეზენტაციის სახით, წარადგინონ ინოვაციური იდეა და ამ იდეის ტექნოლოგიური გადაწყვეტა. ამოცანა, რომელსაც მონაწილის პროექტმა უნდა გასცეს პასუხი, შემდეგია: „როგორ გავერთოთ მომავალში, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით?”.

გუნდების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. გუნდში შეიძლება იყოს 1-4 წევრამდე (ასაკობრივი შეზღუდვა +18).

ფესტივალის მონაწილეებს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა, „ონლაინ“ მოუსმინონ და კითხვები დაუსვან საინტერესო სტუმრებს.

„Startup Grind ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტარტაპ გაერთიანებაა მსოფლიოში, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან 2 მილიონზე მეტ ანტრეპრენერს აერთიანებს. თბილისის წარმომადგენლობა 3 წელზე მეტია მოქმედებს. მისი ორგანიზებით მუდმივად იმართება ღონისძიებები, რომლებიც სტარტაპ საზოგადოების ფორმირებას, განათლებას და საქმიანი კავშირების დამყარებას ემსახურება. გასულ წელს კი, „სტარტაპ გრაინდმა“, რეგიონში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ კონფერენცია ჩაატარა.

 

[პარტნიორის კონტენტი]

შეიძლება New Yorker გეგონოთ, თუმცა ეს Home Stayer-ია!

„ამიერიდან, LIVE Branding იქნება საგანმანათლებლო-საინფორმაციო სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო“