in

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით, ტექბოლის პირველი ოფიციალური ტურნირი გაიმართა

Sporti
Sporti

29-30 მაისს, თბილისში, ე.წ მარაკანას სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ტექბოლის ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართა პირველი ოფიციალური ტურნირი ტექბოლში.

ტურნირი ჩატარდა ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში. ერთეულთა თანრიგში 16 მონაწილე იყო და მიხეილ მუშკუდიანმა გაიმარჯვა. წყვილთა თანრიგში 16 მონაწილე წყვილიდან საუკეთესოები დავით გამბაროვი და საბა მახათაძე აღმოჩნდნენ.

გამარჯვებული მოთამაშეები ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს.

საქართველოს ტექბოლის ფედერაცია 2018 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა და მალევე, 2018 წლის 19 ოქტომბერს გახდა ტექბოლის საერთაშორისო ფედერაციის ფიტეკის წევრი. ტექბოლი აღიარებულია 2 კონტინენტური ოლიმპიური ასოციაციის მიერ (OCA, ANOCA), ასევე იგი არის მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს წევრი (WADA).

ტექბოლი უნგრეთში შეიქმნა 2017 წელს და არის ფეხბურთზე დაფუძნებული სპორტი, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ახალი თაობის სპორტსმენებში. ტექბოლის თამაშისთვის აუცილებელია სპეციალური მრუდე მაგიდა.

 

[პარტნიორის კონტენტი]


რობოტმა გაიღიმა – ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რობოტი ადამიანის გამომეტყველებაზე სწორად რეაგირებს

iMac M1 და iPad Pro M1 წინასწარი შეკვეთები დაიწყო