in

აჭარაბეთი წარმოგიდგენთ ფრისტაილ მოტოკროს შოუს ბაკურიანში

დღეს, 26 თებერვალს, ბაკურიანში Red Bull FMX Jam, ფრისტაილ მოტოკროს შოუ გაიმართება, რომლის წარმდგენიadjarabet.com.

Red Bull FMX Jam 26 თებერვალს, 19:00 საათზე დაიწყებაბაკურიანში, წაქაძისა და 9 აპრილის ქუჩების მიმდებარედ, შოუზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.

აჭარაბეთისთვის სპორტი ძალიან მნიშნელოვანი მიმართულებაა, მოხარულები ვართ,რომ დღეს ჩვენი მხარდაჭერით ბაკურიანში პირველად იმართება Red Bull FMX Jam, სადაც მონაწილეობენ იღებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა გინესის რეკორდსმენი Robbie Maddison, Mike Van Dijck, Radek Billek.

ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ადგილზე მოსულ გულშემატკივრებს აჭარაბეთისგან გასართობი სივრცე და საჩუქრები  დახვდებათ“განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

ფრისტაილ მოტოკროსი მოტოსპორტის ერთერთი სახეობა, სადაც რაიდერები ასრულებენ ნახტომებს, ბრუნებს და მაყურებელს ექსტრემალური ილეთებით ნცვიფრებენ. მოტოკროსის მოტოციკლეტი ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე ენდუროსი ან სხვა მოტოსახეობის. ამჟამად, ფრისტაილ მოტოკროსის 40-მდე ექსტრემალური ილეთია ცნობილი.

ფრისტაილ მოტოკროს შოუს პირდაპირი ეთერი დაგეგმილისპო ედნის  YouTube და adjarabet.comის Facebook გვერდებზე.

ფრისტაილ მოტოკროს შოუ ბაკურიანში პირველად, საქართველოში კი მეორედ ტარდება. 2009 წელს თავისუფლების მოედანზე შოუს (Red Bull X-Fighters) ათასობით ადამიანი დაესწრო.

[პარტნიორის კონტენტი]

აჭარაბეთი საფეხბურთო კლუბ „დინამო“ თბილისის ოფიციალური სპონსორი გახდა

Protected: „დიზაინის ინსტიტუტის“ კურსების ლექტორები პროგრამების შესახებ გვიყვებიან