15
Apr
2019

“აჭარაბეთი” კანის ლომების მხარდამჭერია

15 Apr 2019

საქართველოში კანის ახალგაზრდული კონკურსი დაიწყო. Young Lions-ზე დავალება 173-მა გუნდმა, 12 აპრილს, გახსნით ღონისძიებაზე მიიღო. მონაწილეები ხუთ კატეგორიაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. მათგან ხუთი გამარჯვებული გუნდი, საქართველოს სახელით, საფრანგეთში, კანის კრეატიულ ფესტივალზე იასპარეზებს. Cannes Lions სარეკლამო ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. კანის კრეატიულ ფესტივალს 65 წლიანი ისტორია აქვს, საქართველოში შესარჩევი კონკურსი ხუთი წელია ტარდება. წელს, კონკურსის მხარდამჭერი და ციფრული კამპანიის ბრიფის წარმდგენია “აჭარაბეთი”. ბრიფის მიხედვით, 24 საათის განმავლობაში, მონაწილეებს უნდა შეექმნათ პროდუქტი, რომელიც სპორტის გულშემატკივარ ადამიანებს აქტიური სპორტით დაკავების სურვილს გაუჩენდა.

“აჭარაბეთის” ბრენდის ხელმძღვანელის, ქეთო ბარაბაძის თქმით, კანის ახალგაზრდული კონკურსი კომპანიის ღირებულებებთანაა თანხვედრაში და უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ქართული კრეატიული ინდუსტრიის განვითარებაში:

ქეთო ბარაბაძე

“კრეატივი, ინოვაციები და ტექნოლოგიები “აჭარაბეთის” კორპორატიული კულტურის ნაწილია. კრეატიულობის გარეშე წარმოუდგენელია იყო ინოვაციური. “აჭარაბეთი” სიხარულით უჭერს მხარს იმ დიდ გამოცდილებას, რასაც კანის ლომების კრეატიული კონკურსი ჰქვია. ჩვენ გვჯერა კრეატივის მნიშვნელობის და ზუსტად ამიტომ, კომპანიაშივე გვყავს დიდი და განსაკუთრებული კრეატიული გუნდი, რომელიც მუდმივად მზად არის სიახლეებისთვის და გამოირჩევა  საინტერესო მისწრაფებებით. კანის კრეატიული კონკურსი კი ზუსტად ის ადგილია, სადაც ასეთი ადამიანები იყრიან თავს. კანის ფესტივალს ბევრი ახალი ტალანტი აღმოუჩენია და ბევრი ადამიანისთვის ახალი ინსპირაცია და მოტივაცია მიუცია, ზოგისთვის ცხოვრება სრულად შეუცვლია. ამ ფესტივალის დამსახურებაა, რომ კრეატივი უფრო მეტია დღეს, ვიდრე უბრალოდ სარეკლამო რგოლი. კრეატივს შეუძლია გამოეხმაუროს დიდ პრობლმებსაც და გვიხარია, რომ დღეს ჩვენი ბრენდი ამის ნაწილია. აჭარაბეთი მუდმივად იქ არის, სადაც არის ტექნოლოგიები და ინოვაციები და მუდმივად ეძებს ტალანტებს ამ მიმართულებით.”

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

 

განხილვა