in

adjaranet.com გაიყიდა

imovies.cc და adjaranet.com, ამიერიდან, ერთ პლატფორმაზე იქნება – Adjara Group-ის  კინო პორტალი Digital Ads-მა იყიდა.

„ციფრული ტექნოლოგიების ზენიტში, სარეკლამო კომპანიამ Digital Ads, რომელიც 2012 წელს დაარსდა, 6 წელიწადში შეძლო საქართველოს ციფრული რეკლამის ბაზარზე წამყვანი პოზიციის დამკვიდრება და ბაზრის წილის დიდი ნაწილის მოპოვება. Digital Ads-ის პორტფოლიოში არაერთი წარმატებული პროექტია თავმოყრილი: imovies.ge, myvideo.ge, fly.ge, amindi.ge, taripebi.ge – ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროდუქტებისა, რომელთა რეიტინგითაც ძალიან ვამაყობთ. 2019 წლიდან, სარეკლამო კომპანიის პორტფოლიოს კიდევ ერთი მაღალრეიტინგული ქართული – adjaranet.com შეემატა. ფილმების და სერიალების ეპოქაში, ორი ყველაზე პოპულარული კინო პორტალი საქართველოში, უკვე ერთობლივი ძალებით, გრანდიოზულ სიახლეებს შესთავაზებს კინო მოყვარულებს. ასე რომ imovies.cc და adjaranet.com უკვე ერთ პლატფორმაში – სუპერ სიახლეებით გაანებივრებს ერთგულ მომხმარებლებს“.

პარტნიორის კონტენტი

თბილისის ნარჩენების მართვის 5 წლიანი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

„მაგნიტი“, რომელმაც მომხმარებლები უნდა მიიზიდოს – Lemontree-ს ბრენდინგი