in , ,

პორტალ „აჭარა სპორტს” ახალი ლოგო აქვს

„აჭარა სპორტს“ ახალი ლოგო აქვს, რომელზეც  მურთაზ ფურცხვანიძემ იმუშავა. დიზიანერი ამბობს, რომ ცვლილების მიზანი არხისთვის უნიკალური ფერების შექმნა და ამავე დროს, ჰოლდინგში შემავალი სხვა კომპანიების საერთო სტილში მოქცევა იყო.

 

მურთაზ ფურცხვანიძე: მთავარი მიზანი იყო ის, რომ დაგვემკვიდრებინა „აჭარა სპორტის“ ფერები. ესენია: თეთრი, მუქი ლურჯი, რომელიც გადადის შავში და წითელი, რომელიც გადადის ვარდისფერსა და იასამნისფერში. ყველა ერთად შევთანხმდით, რომ მოგვწონს ეს ფერები. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ლოგოზე. „აჭარა სპორტი“ ამ ფერებს გამოიყენებს ყველგან. რაც შეეხება ფონტს, თავიდანვე იყო განსაზღვრული, რომ ჰოლდინგს ჰქონოდა საერთო ფონტი. ლოგოზეც უნდა ჩანდეს, რომელი კომპანიის (იგულისხმება ჰოლდინგი „აჭარა”) შვილობილია „აჭარა სპორტი“. რთული მისახვედრი არ არის, რომ – a აღნიშნავს ძირითად კომპანიას, sport კი არხის მიმართულებას. ახალი ლოგოტიპით ერთიან სტანდარტებში მოვაქციეთ „აჭარა სპორტი“, რადგან ამ ჰოლდინგის ყველა არხს საერთო სტილი აქვს.

M: ახალი ლოგოს ქართული ვერსია თუ გაკეთდება?
გვაქვს ამაზეც საუბარი. გამიჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ლოგოს ქართული ვარიანტი. ვფიქრობ, ძირითადად, მაინც ინგლისურს გამოვიყენებთ, მაგრამ, სავარაუდოდ, ქართულიც გვექნება. უბრალოდ, მისი ფერი და ფონტი უნდა მოერგოს ჰოლდინგში შემავალი არხების ერთიან სტილს.

M: ადრე თუ გქონიათ გამოცდილება ამ მიმართულებით?
ვარ „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ვიზუალური ხელოვნების მე-2 კურსის სტუდენტი. 2010 წლიდან ამ სფეროში ვარ. ჯერ „ფოტოშოპით“ დავიწყე, ახლა ანიმაციასაც ვაკეთებ. ლოგოებსაც ვაკეთებდი, ოღონდ ჩემთვის, კონკურსების „ბრიფებს“ ვნახულობდი და იმის მიხედვით ვქმნიდი ვიზუალებს. სულ ვმუშაობდი საკუთარ თავზე, შემდეგ კი, ძირითადად, ჩემს „პორტფოლიოში“ ვდებდი ნამუშევრებს. გასული წლის აგვისტოდან ვიყავი კომპანია „გიფერში“. დაახლოებით ორი კვირაა, „აჭარას“ გუნდს შემოვუერთდი,  ვარ კომპანიის დიზაინერი და ეს ლოგოც ჩემი პირველი დავალება იყო.

ქართული დოკუმენტური ფილმი “ჩაკრულოს” კოსმოსში გაგზავნაზე, რომელიც NASA-ში გადაიღეს

პოსტერებით გადმოცემული თბილისის “არქიტექტურული აჯაფსანდალი” – ალექს ყიფიანის ნამუშევრები