in

adjarasport-მა უმსხვილესი სპორტული მაუწყებელი Setanta Sports Eurasia შეიძინა

adjarasport, საქართველოს შემდეგ, რეგიონში ყველაზე მსხვილი სპორტულ მედიად იქცა. კომპანია, 2021 წლის დასაწყისში, ირლანდიური Setanta Sports Eurasia-ს 100 %-იანი წილის მფლობელი გახდა. ამით საქართველოს მედიაკომუნიკაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება შედგა.

შეთანხმების თანახმად, Adjarasport-ის მფლობელობაში ევროპისა და აზიის 13 ქვეყანაში მოქმედი Setanta Sports Eurasia-ს ბრენდი, ლიცენზიები და სატელევიზიო არხები გადავიდა.

სპორტის მასშტაბების ზრდისა და ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვანია, ამ ინდუსტრიას ფეხი მედიამაც აუწყოს. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ირლანდიურ კომპანია Setanta Sports Eurasia-სთან ხელი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ოფიციალურად მოვაწერეთ.

ჩვენი ჯგუფი ინვესტიციას ახორციელებს ისეთ პროექტებში, რომელიც მომავლის ხედვის ნაწილია და სწორედ ასეთად წარმოგვიდგენია ახალი ტიპის სატელევიზიო, ასევე სტრიმინგ პლატფორმების შექმნა და ჩამოყალიბება, რომელთა საშუალებითაც ევროპისა თუ ცენტრალური აზიის 13 ქვეყანაში, სპორტთან დაკავშირებულ ყველა მთავარ მოვლენას გავაშუქებთ.

ამ შეთანხმებით ბედნიერები და ამაყები ვართ, რადგან გვეძლევა შესაძლებლობა, არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც დავამკვიდროთ ჩვენი სტანდარტი და ხედვა – როგორ უნდა შექმნას სპორტულმა მედიამ ხარისხიანი სატელევიზიო პროდუქტი და სტრიმინგ სერვისი“, – ამბობს adjarasport-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ფრუიძე.

Setanta Sports Eurasia-ს ბრენდი, ლიცენზიებითა და სატელევიზიო არხებით, საქართველოს გარდა, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვის, ბელარუსის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და თურქმენეთის ტერიტორიაზე, ჯამში, 13 ქვეყანაში ოპერირებს. Setanta Sports Eurasia ევრაზიაში, მასშტაბის მიხედვით, ნომერი პირველი ტელეარხია და სეზონის განმავლობაში, მსოფლიოს საუკეთესო სპორტული ღონისძიებებიდან 1000-ზე მეტ პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს. კომპანია 2012 წელს, ირლანდიაში დაფუძნდა და მისი სათავო ოფისი დუბლინშია განთავსებული.

საქართველოს გარდა, ზემოაღნიშნულ ქვეყნებში მაყურებლებს შემდეგი ჩემპიონატებისა და სპორტული ღონისძიებების ხილვა შეეძლებათ: „ინგლისის პრემიერ ლიგა“, „ლა ლიგა“, „სერია A“, გერმანიის „ბუნდესლიგა“, საფრანგეთის „ლიგა 1“, ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა და გერმანიის სათასო მატჩები, შოტლანდიის „პრემიერ ლიგა“, „ფორმულა 1“, NBA, რაგბი TOP 14, UFC და NHL.

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, Setanta Sports Eurasia, ევრაზიის ბაზარზე, ყველაზე მსხვილი სპორტული სატელევიზიო პროვაიდერი გახდა. adjarasport-ის ბაზარზე არსებობა და ონლაინ – ბიზნესის წარმოების უმაღლეს დონეზე ცოდნა, სატელევიზიო ინდუსტრიაში Setanta Sports-ის 30 წლიან გამოცდილებასთან ერთად, სტრატეგიულ შერწყმას წარმოადგენს ორივე ბრენდისთვის, რაც ამ რეგიონების სპორტის ქომაგთათვის დიდებული ახალი ამბავი უნდა იყოს”, – განაცხადა Setanta Sports Eurasia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დუაიერ მაკკოულმა.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს – Setanta Sports Georgia 2016 წელს დაარსდა და საქართველოში ორ ტელეარხს, Setanta Georgia-სა და Setanta Georgia+-ს აერთიანებს.

მომავალში, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიისა და შოტლანდიის ჩემპიონატებს, ასევე „ფორმულა 1“-ის, NBA-ის, ინგლისის ჩემპიონატის, NHL-ისა და რაგბის მატჩების ხილვას ჩვენს სატელევიზიო არხებსა და სტრიმინგ პლატფორმაზე შეძლებთ“.

adjarasport-მა მომხმარებელს სტრიმინგ სერვისით სპორტული ჩემპიონატების ყურება ჯერ კიდევ 2018 წელს შესთავაზა. 2019 წლიდან შეიქმნა სატელევიზიო არხები და სპორტის მოყვარულებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მათთვის სასურველი კონტენტის ხილვის ფართო არჩევანს სთავაზობს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ბიტკოინმა ბაზრის კაპიტალიზაციით, Facebook-სა და Tesla-ს გადააჭარბა

ნახეთ: 40 წამიანი ანიმაცია ტექტონიკური ფილების მილიარდ წლიან მოძრაობას გვიჩვენებს