5
Apr
2019

Adjarasport.tennis – adjarasport-ის საჩუქარი ჩოგბურთის მოყვარულებს

5 Apr 2019

adjarasport.com, სპორტის გულშემატკივრებს სიახლეს სთავაზობს – როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, პირველად საქართველოში, ჩოგბურთის მოყვარულებს საშუალება აქვთ, ინტერნეტსივრცეში ATP-ის (პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია) ტურნირების პირდაპირ ტრანსლაციებს უყურონ. თამაშების ნახვა სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, adjarasport.tennis-ზე სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი. პლატფორმაზე, ერთ სივრცეში, ხელმისაწვდომი იქნება ATP-ის ტურნირების პირდაპირი რეპორტაჟები, მიმოხილვები, მატჩების სრული ჩანაწერები და ყველა საჩოგბურთო სიახლე.  

„Adjarasport-ის საშუალებით, მაყურებელს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყველა თამაშის ხილვა პირდაპირ ეთერში შეუძლია. ბასილაშვილი დღეს ATP-ის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია და ტოპ-20 ჩოგბურთელში ფეხი მყარად მოიკიდა. მისი წარმატებისა და საქართველოში ჩოგბურთის გაზრდილი ინტერესის ფონზე, adjarasport.com თანამშრომლობისთვის ATP-ს დაუკავშირდა. მოლაპარაკებები რამდენიმე თვე გრძელდებოდა და, საბოლოოდ, წარმატებით დასრულდა“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე, adjarasport.com-ს ATP-ის საჩოგბურთო ტურნირების ინტერნეტსივრცეში ჩვენების ექსკლუზიური უფლება აქვს.

„ექსკლუზივი ATP-ის სხვა პროდუქტებზეც ვრცელდება. მატჩების სრული ჩანაწერი, თამაშების ვიდეომიმოხილვები, სხვადასხვა რუბრიკა – ამ ყველაფრის ხილვა ქართველ ჩოგბურთის მოყვარულებს ჩვენს ვებგვერდზე შეუძლიათ“, – ამბობს adjarasport.com-ის ხელმძღვანელი ჯუბა გრიგოლია.

adjarasport.tennis-ზე ჩოგბურთის მოყვარულები მთელი წლის განმავლობაში 40-მდე პრესტიჟულ ღონისძიებას იხილავს. ტურნირის ვარსკვლავების, უმთავრესი დაპირისპირებებისა და ბასილაშვილის ყველა თამაშის ნახვა მომხმარებელს ქართული კომენტარით შეუძლია.

„ATP-სთან შეთანხმებით adjarasport.com ქართული სპორტული მედიის ისტორიის ახალ, ძალიან საინტერესო თავს იწყებს. ჩვენი მიზანია, საქართველოში #1 სპორტულ „სტრიმინგ“ სერვისად ჩამოვყალიბდეთ, სადაც გულშემატკივარი აბსოლუტურად ყველა სპორტიდან მისთვის საინტერესო ღონისძიებების ხილვა შეძლებს“, – ამბობს ჯუბა გრიგოლია.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, adjarasport.com, სპორტის მოყვარულებს განახლებულ ვებგვერდს შესთავაზებს, რომელიც ბევრი ახალი და საინტერესო ფუნქციით იქნება დატვირთული

[R]

განხილვა