Google და Admixer Advertising გიწვევთ ბიზნეს ლიდერებს, მარკეტინგისა და ანალიტიკის მენეჯერებს Google Analytics 360-ის (GA360) შესაძლებლობების გასაცნობად.
ციფრული სამყარო სწრაფად ცვალებადია, მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკა კი ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი გასაღებია. აღსანიშნავია, რომ კომპანიების უმეტესობა სრულად ვერ იყენებს მონაცემების მაქსიმალურ პოტენციალს. Google Analytics 360 სცდება ტრადიციული ანალიტიკის ლიმიტებს და გთავაზობთ მომხმარებელთა ქცევის სიღრმისეულ ანალიზს, ტენდენციების პროგნოზირებასა და ბიზნესისთვის საჭირო ინსაითებს.
ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება:
- როგორ ეხმარება GA360 ბიზნესებს მარკეტინგული ROI-ის გაზრდაში
- მონაცემთა ინტეგრაციის თანამედროვე მიდგომები
- AI-ს გამოყენება ანალიტიკაში
- რეალური ქეისები და მაგალითები საერთაშორისო პრაქტიკიდან
რატომ GA360?
Google Analytics 360 არის გაუმჯობესებული ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც მონაცემების გაერთიანებისა და ანალიზის დახვეწილ ალგორითმებს იყენებს. მისი მეშვეობით კომპანიებს შეუძლიათ პროგნოზირებად ანალიტიკაზე, ავტომატიზაციაზე და ღრმა ინსაითებზე დაყრდნობით მიიღონ უფრო ზუსტი გადაწყვეტილებები.
ვებინარზე Google-ისა და Admixer Advertising-ის წარმომადგენლები დეტალურად განიხილავენ:
- GA360-ის ძირითად ფუნქციებს და ინტეგრაციის შესაძლებლობებს
- მომხმარებელთა ქცევის ანალიზის თანამედროვე მიდგომებს
- პროცესების ავტომატიზაციისა და რეკლამის ხარჯების ოპტიმიზაციის გზებს
- AI-სა და მანქანური სწავლების გავლენას მარკეტინგზე
ღონისძიების ბოლოს გაიმართება Q&A სესია, სადაც მონაწილეებს შეუძლიათ მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
როგორ დავრეგისტრირდეთ?
ვებინარზე დასწრება უფასოა, თუმცა წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა. რეგისტრაციის შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ ვებინარის ჩანაწერს და დამატებით სასარგებლო მასალებს.
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გაეცნოთ GA360-ს და გაიგოთ, როგორ გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნესის ანალიტიკა და მიიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული, ზუსტი გადაწყვეტილებები.
ღონისძიების დეტალები:
თარიღი: 13 მარტი, 2025
დრო: 13:00-14:30 (საქართველოს დროით)
ფორმატი: ონლაინ
ორგანიზატორები: Google & Admixer Advertising
[R]