in

Admixer – საქართველოს ბაზარზე განვითარებას განაგრძობს

კომპანია Admixer, რომელიც დსთ-ს ქვეყნების წამყვანი დიჯიტალ მოთამაშეა, საქართველოს ბაზარზე კომპეტენციის არეალის გაფართოებას განაგრძობს. 2020 წლის ოქტომბრიდან, Admixer GE-ს აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დიმიტრი ტიკარაძემ დაიკავა, რომელსაც ქართველ პარტნიორებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვს და პროფესიონალთა გუნდი ჰყავს.

Admixer Advertising Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ტიკარაძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს, კომპანია ტექნიკური გადაწყვეტილებების სრულ პაკეტს წარადგენს.

ეს ბაზრის ქართველ მოთამაშეებს დაეხმარება, შექმნან ძლიერი ადგილობრივი პროგრამატიკული პროდუქტები. ამასთანავე, ამუშავდება ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელი გახდება ლოკალური ინვენტარისა და მონაცემების შეძენა-გაყიდვა. და კიდევ, ეს ინსტრუმენტი საერთაშორისო პროგრამატიკ-ეკოსისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობასაც გააჩენს“.

Admixer-ის ეკოსისტემა ბაზრის აბსოლუტურად ყველა მოთამაშის პროდუქტიულ თანამშრომლობას ითვალისწინებს: ვებგვერდების, ფაბლიშერების, მედიაჰოლდინგების, „ონლაინ“ კინოთეატრების, აპლიკაციების, სეილს-ჰაუსების, სარეკლამო ქსელების, მონაცემთა მომწოდებლების, სარეკლამო სააგენტოებისა და რეკლამების დამკვეთების. სისტემა მოიცავს იმ მედიასაც, რომელიც, ხშირად, არაციფრულად მიიჩნევა – ტელევიზია, OTT, რადიო, DOOH, indoor და სატრანსპორტო საშუალებები.

Admixer ისეთი პროდუქტების წარმომადგენელი და პარტნიორია, როგორებიცაა: Google Marketing Platform, Viber, InMobi, Tinder, Opera და მრავალი სხვა, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პროდუქტებსა და პრაქტიკას დანერგავს.

„Admixer-ის გადაწყვეტილებების ტექნოლოგიური არქიტექტურის მიზანია, უზრუნველყოს ბაზრის მოთამაშეებს შორის მარტივი კომუნიკაცია, რათა ყველანაირი, მათ შორის ფინანსური, გარიგების პირდაპირ განხორციელების საშუალება ჰქონდეთ“, – ამბობს ალექსანდრე ბრეუსი, Admixer Advertising-ის აღმასრულებელი დირექტორი. 

Admixer თავის პარტნიორებს ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს, რომელთა დახმარებითაც შეძლებენ, წარმატებით შეინარჩუნონ და კიდევ უფრო ეფექტურად აქციონ არსებული საბაზრო ურთიერთობები. ასევე – შექმნან საკუთარი პროდუქტი, ფეხი აუწყონ მსოფლიო ტექნოლოგიურ ტენდენციებს და ამ პროცესების პარალელურად განვითარდნენ.

საქართველოში Admixer-ის მიზანია: გაამარტივოს საქმიანი მიდგომა და ურთიერთობები „ედვერთაიზერებსა“ და „ფაბლიშერებს“ შორის, გააცნოს ინვენტარის მონეტიზების ახალი შესაძლებლობები და ეფექტიანი სარეკლამო კამპანიების საწარმოებლად, დამატებითი ტექნოლოგიური მხარდაჭერით  უზრუნველყოს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ვებგვერდზე, ან დაგვიკავშირდით Email-ზე  [email protected].

 

[R]

გვირგვინი, როგორც ძლიერი ქალის სიმბოლო – Women Empowerement Hub-ის ბრენდინგი Kraken-ის შესრულებით

ამოიცანი შენი სასკოლო ისტორია – „მაგნიტმა“ ბავშვობის ამბები გააცოცხლა