კომპანიას არც წელს დაუშვია გამონაკლისი და უკვე რიგით მეშვიდე Creative Trends Report გამოაქვეყნა — Calming Rhythms, Wonder and Joy, Dynamic Dimensions და The New Nostalgia.
„რადგან ახალ წელს ვუახლოვდებით, შემოქმედებითი ლანდშაფტიც ასახავს ჩვენს სწრაფად ცვალებად სამყაროს. ამ წლის კრეატიული ტრენდები განსაკუთრებით მიგვითითებს იმაზე, თუ როგორ მიისწრაფვიან კრეატორები და მომხმარებლები ვიზუალებისკენ, რომლებიც შთაგვაგონებს და წარმოსახვის უსასრულო შესაძლებლობებს ასახავს“, — განმარტავს ბრენდა მილისი, Adobe-დან.
Calming Rhythms
მშვიდ ვიზუალს გთავაზობთ, რაც პასუხობს მენტალურ და ემოციურ კეთილდღეობაზე გაკეთებულ მზარდ აქცენტს, გვთავაზობს „ვიზუალურ ოაზისს ქაოსურ სამყაროში“.
აბსტრაქტულიდან დაწყებული მოძრავ ფორმებამდე, აქ ყველაფერს შეხვდებით. ზოგადად, Calming Rhythms-ის თემატიკა ASMR კონტენტის მზარდ პოპულარობას ესადაგება, რომელმაც უკვე ტიკტოკზე მილიონობით ნახვა დააგროვა.
Wonder and Joy
ეს კი უკვე იმ ვიზუალების საშუალებით გაქცევას გთავაზობთ, რომლებიც ბედნიერებითაა შთაგონებული და განსაკუთრებით რელევანტურია დღევანდელ ეკონომიკურ ლანდშაფტში. AI ვიზუალებიდან მარტივ გამოსახულებებამდე ყველაფერს შეხვდებით, რაც მაგიისადმი ჩვენს კოლექტიურ კუთვნილებასაც ასახავს…
Dynamic Dimensions
ფაქტია, ვირტუალური და აუგმენტური რეალობის ტექნოლოგია ჩვენ წინაშეა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებასაც ასახავს. შესაბამისად, ეს ტრენდიც 2D და 3D ელემენტების ნაზავია, რომელიც შთამბეჭდავ ვიზუალურ გამოცდილებას გვთავაზობს. Adobe Premiere Pro და After Effects კი ამ მრავალგანზომილებიან სივრცეში ჩაძირვას გაგიმარტივებთ.
The New Nostalgia
უბრალოდ ძველი რაღაცების დაბრუნებისგან საკმაოდ შორსაა, ეს ტრენდი ნოსტალგიებს თანამედროვეობასთან აერთიანებს. თუმცა ძირითადად 90-იანებისა და 2000-იანების ესთეტიკით იქნება შთაგონებული, რომელიც პროცესში AI-საც დაიხმარებს.