2025 Creative Trends Report უკვე გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ Adobe-მ გვითხრა, რას უნდა ველოდოთ მომავალ წელს შემოქმედებით ინდუსტრიაში. დაწყებული სიურრეალისტური პეიზაჟებით და დამთავრებული იუმორით, აქ ყველაფერს ნახავთ ინსპირაციისთვის. უფრო ზუსტად, ქვემოთ Fantastic Frontiers-ის, Levity & Laughter-ის, Time Warp-ისა და Immersive Appeal-ის ტრენდებს განვიხილავთ:
Fantastic Frontiers
როგორც ჩანს, 2025 წელს მთავარ როლს სიურრეალიზმი თამაშობს. Fantastic Frontiers აუდიტორიას იწვევს საოცნებო, სიზმრის მსგავს ვიზუალებში, რომლებიც ბუნებრივ და მეტალიკის ელემენტებს აერთიანებს. ამიტომ, ეთერული ლანდშაფტების სანახავად მოემზადეთ, რომლებშიც ცა, წყალი და სიმწვანე ერთმანეთს მეტალის ელფერით ერწყმის და ყველა ერთად ფუტურისტული შეფუთვითაა ნაჩვენები:
როგორც ამბობენ, ეს ტრენდი ციფრული სამყაროს მშენებლობიდან წამოვიდა, განსაკუთრებით კი გეიმინგიდან… ხოლო გენერაციული AI არტისტებს საშუალებას მისცემს, გააცოცხლონ ის სცენები, რომელთა ნახვაც ერთ დროს მხოლოდ თავიანთ წარმოსახვაში შეეძლოთ.
Levity & Laughter
როგორც ჩანს, იუმორი კარგად იყიდება. ამგვარად, 2025 წელი, შესაძლოა, სწორედ ის პერიოდი გახლდეთ, როცა იუმორი შემოქმედებით ვიზუალებში მთავარ როლს ითამაშებს. Levity & Laughter მხიარულ, ნათელ ფერებზეა ფოკუსირებული, რომლებსაც მოულოდნელი, ღიმილისმომგვრელი ელემენტები ერწყმის.
უნდა ითქვას, რომ იუმორი ჩართულობასაც უზრუნველყოფს. 2023 წლის Cannes Film Festival-ზეც გამარჯვებული რეკლამების ნახევარზე მეტი იუმორისტული იყო, რაც კვლავ ხაზს უსვამს მის უნივერსალურ მიმზიდველობაზე. იმაზე, რომ მიმები ყველას გვიყვარს და სახალისო გზავნილებიც ბრენდებისგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიცილი შესანიშნავი გზაა ბრენდებისთვის, რათა სერიოზულ თემებზე, ზედმეტი სიმძიმის გარეშე, ილაპარაკონ.
Time Warp
მომდევნო წელს რეტრო განწყობებისთვისაც უნდა მოემზადოთ, Time Warp-ის ტრენდი რეტროფუტურიზმისგან მოდის, სტილისგან, რომელსაც წარსულის ნოსტალგიური ხედვით ვიღებთ. ეს ესთეტიკა ციფრულ ელემენტებს ერწყმის და კოსმოსის კვლევისადმი მზარდი ინტერესითაც ძლიერდება — სექტორით, რომელზეც ფიქრობენ, რომ 2040 წლისთვის 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
#retrofuturism-ის ჰეშტეგიც პოპულარულია უკვე ტიკტოკზე, განსაკუთრებით კი თაობა ზეტში.
Immersive Appeal
დაბოლოს, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები დიდ დროს ატარებენ ეკრანთან, მათ ახლა რაღაც უფრო იმერსიული სურთ. აქედან მოდის Immersive Appeal-ის ტრენდიც. ბრენდები იკვლევენ ახალ გზებს, რათა შექმნან გამოცდილებები, რომლებიც ჩვენს გრძნობებს მოიცავს.
შესაბამისად, ეს არამხოლოდ ვიზუალებს, არამედ ხმას, შეხებასა და სუნსაც მოიცავს. დაწყებული იმერსიული ინსტალაციებით და დამთავრებული ექსპერიმენტული შოპინგით, ბრენდები სამყაროებს ქმნიან, რათა მოიზიდონ აუდიტორიები თავიანთ სამყაროში. ჩათვალეთ, რომ ამ ტრენდს პასიური მოხმარებიდან ინტერაქციული გამოცდილებისკენ მიჰყავხართ.
საინტერესოა, რომ 2025 წლის ტრენდები უკვე Depositphotos-მაც წარადგინა, მარკეტინგის ტოპ 4 ტრენდიც გამჟღავნდა და უკვე დიზაინის ტრენდებსაც შეგიძლიათ, გაეცნოთ.