in

Adobe მეტავერსში ტელეფონით გადაღებული ფოტოების შეტანის საშუალებას გაძლევთ

მსგავსად, IRL ტექსტურების დამატებასაც შეძლებთ

Adobe თავისი მრავალფეროვანი ხელსაწყოებით კვლავ აგრძელებს ხელმისაწვდომი 3D გრაფიკის განვითარებას. მსგავსად კი, მომხმარებლებს მეტავერსში შებიჯებისა და თავიანთი კრეატიულობის გააქტიურების საშუალებას აძლევს. 

Substance 3D პროგრამებს 3D Sampler-სა და 3D Modeler-ს შეიცავს, რათა შექმნან საერთო სამუშაო სივრცე კრეატორებისთვის. ორივე მათგანში მნიშვნელოვანი სიახლეებია, რითაც ციფრული ხელოვნება მასებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. 

Substance 3D Sampler-ის ახალი ფუნქცია 3D Capture დიზაინის პროცესს აუმჯობესებს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სისტემაში ნებისმიერი ფოტო ატვირთონ, მათ შორის სმარტფონით გადაღებული. შემდეგ კი იგი სურათებს მის ციფრულ ტყუპთან გააერთიანებს და ამისთვის AI ფოტოგრამეტრიის ტექნოლოგიას გამოიყენებს. მეტიც, მას რეალურ სამყაროში არსებული ტექსტურების იმპორტიც შეუძლია — ობიექტის ზედაპირის კონსისტენცია სურათზეა აღბეჭდილი და 3D ციფრულ ვერსიადაც გარდაიქმნება. 

ხოლო თუ Adobe-ს დავუჯერებთ, ეს პროცესი იმდენად მარტივია, რომ ის ადამიანებიც კი შეძლებენ მის გამოყენებას, რომლებსაც ძალიან მწირი ცოდნა აქვთ ციფრულ ხელოვნებაში. 

ახლა კი Substance’s 3D Modeler-ზე გადავინაცვლოთ. მისი გამორჩეული თვისება ის არის, რომ 3D მხატვრებს თავიანთი პროექტების აგება, როგორც დესკტოპზე, ისე VR-ზე შეუძლიათ. ისინი მათ შორის ნებისმიერ დროს გადართვასაც კი მოახერხებენ. საინტერესოა ისიც, რომ ამ ინსტრუმენტების Meta Quest პლატფორმებზე გადასატანად, Adobe და Meta გაერთიანდა. მათი მიზანია დიზაინერებს თავიანთი შემოქმედების ახლო ხედით ნახვისა და დეტალებზე დაკვირვების საშუალება მისცენ. 

კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ ახალ პროგრამას ნიმუშად თამაშის ისეთი დეველოპერები იყენებენ, როგორებიც არიან Epic Games, Roblox და NVIDIA, რათა შექმნან ადრეული ვერსიების პროტოტიპი მეტავერსის მომავალი განახლებისთვის. Mac-ის მომხმარებლებისთვის კი ერთი კარგი სიახლე შემოვინახეთ — Substance Apple-ის M1 და M2 ჩიპებს გამოიყენებს, რათა უფრო სწრაფი სერვისი შემოგთავაზოთ. 

იმის გამო, რომ მეტავერსი უტოპიაა, Adobe იმედოვნებს, რომ მას ახალი Substance 3D Sustainability Calculator-ით „გაამწვანებს“, რადგან იგი მნიშვნელოვნად ამცირებს ემისიებს. საბოლოოდ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია 2D და 3D შემქმნელებისთვის ინსტრუმენტების ინტეგრირებულ ქსელს ემსახურება, რათა მეტავერსის აშენების პროცესს დაეხმაროს და ორი სამყაროს შერწყმაც გაამარტივოს. 

პირველმა არხმა ყველაზე პოპულარული ქართული ონლაინ თამაშის „მარტივი ლოგიკის“ ახალი ვერსია ჩაუშვა

ფინტექ პლატფორმა ფრილანსერებისა და დისტანციურად მომუშავეებისთვის – Native Teams უკვე საქართველოშია!