in

Adobe-მ გენერაციულ AI-ზე დაფუძნებული პროგრამა წარადგინა

veon
veon

Dall-E 2, Stable Diffusion, Midjourney… ტექსტზე დაფუძნებით სურათების შესაქმნელად გენერაციულ AI-ის იყენებს. შედეგებიც გასაოცარია, მაგრამ ხანდახან მეტად უცნაურიც… ხელოვანებისთვის შეშფოთების საგანიც კი გახდა, რომელთაც არ სურთ, ხელოვნური ინტელექტი მათ სტილს ბაძავდეს. როგორც აღმოჩნდა, ამ საკითხებში ჩაბმას უკვე Adobe-ც აპირებს და ვერც მან მოახერხა ამ ტექნოლოგიის ირგვლივ ატეხილი ამბების თავიდან აცილება. 

ეს არის კომპანია, რომლის მთლიანი რეპუტაცია შემოქმედებითი ადამიანების დახმარებას ეძღვნება, რათა მათ მაღალი ხარისხის შედეგებს მიაღწიონ, მაგრამ ამასთან, Adobe-ს იმაზე მეტიც აქვს დასაკარგი, ვიდრე ჩვეულებრივ სტარტაპს… მას სურათის გენერატორს გამოსახულების გამოყენება პროფესიონალურ კონტექსტში შეეძლება და თუ მის უკან არსებული ტექნოლოგია იურიდიულად და ეთიკურად კითხვით ნიშნის ქვეშ დადგება, ეს ძირითად მომხმარებლებთან კომპანიის ურთიერთობას დააზიანებს. 

როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, უკვე ფაქტია, რომ Adobe Summit-ის კონფერენციაზე კომპანიამ Firefly წარადგინა, რომელიც ფუნქციურად სრულად გენერაციულ AI-ზე იქნება დაფუძნებული. ჯერ ბეტა ვერსიაა ხელმისაწვდომი, მაგრამ მალე Photoshop-ში, Illustrator-სა და Adobe Express-შიც დაამატებენ.

ჩვენ გავესაუბრეთ უამრავ მომხმარებელს, თუ რას ფიქრობდნენ გენერაციული AI-ის შესახებ და გვგონია, რომ ეს წარმოუდგენლად გააძლიერებს მათ, — ამბობს გრინფილდი, Adobe-დან.

Firefly-სთვის სურათების შექმნა რომ ესწავლებინათ, Adobe-ში მათივე გამოსახულებების მარაგზე დაფუძნებით სპეციალური სასწავლო მასალები შექმნეს. თუმცა სურათების შექმნის პროცესს მაინც კამათლის თამაშს ამსგავსებენ, სადაც ზოგჯერ კარგ შედეგს იღებ, ზოგჯერ კი არა. საინტერესოა ისიც, რომ Firefly მეტად დახვეწილ და მარტივ დიზაინსაც გვთავაზობს. აქ შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი კონტენტის ტიპი, სტილი, განათება… კომპანიაში კი გვეუბნებიან, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია…

შოკოლადის შეფუთვა, რომელიც მის ფესვებთან გვაბრუნებს

CROCO Airways-ის პირდაპირი ფრენები გავლენიანი ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრში