in ,

Adobe-მ ანანო მიმინოშვილის ნამუშევარი 5 საუკეთესოთა შორის დაასახელა!

ანანო მიმინოშვილი

აპლიკაციისა და ვებგვერდის დიზაინზე მუშაობისას, დიდი მნიშვნელობა აქვს სამომხმარებლო ინტერფეისის (UI) ხარისხს. Adobe XD-ისთვის UI/UX რესურსების გაუმჯობესების მიზნით, ნამუშევრების შესაქმნელად, Adobe გრაფიკულ დიზაინერებს დაუკავშირდა, მთელი მსოფლიოდან, შემდეგ კი მათგან 5 საუკეთესო შეარჩია, რომელთა შორისაცაა ანანო მიმინოშვილი. როგორც ანანომ გვიამბო, გამარჯვებულთა ნამუშევრებით სარგებლობა მომხმარებელს უფასოდ შეეძლება და მეტიც, ტარდება კონკურსი ამ ინსტრუმენტებით საუკეთესო ნამუშევარზე. მონაწილეობა შესაძლებელია პიქტოგრამების გამოყენებით პროდუქტის შექმნისა და twitter-ზე გაზიარებით. პრიზი – 13”-იანი inch MacBook Pro და 1 წლიანი Adobe Creative Cloud subscription. ანანოს თქმით, Adobe მას Behance-ზე დაუკავშირდა და კომპანიასთან უახლოესი რამდენიმე თვის მანძილზე ითანამშრომლებს.

BOG
BOG

 

ნახეთ, ანანო მიმინოშვილის ნამუშევარი.

სხვა გამარჯვებულების ნამუშევრები:

ქვეყნის სახელით ასპარეზობა დიდ კანში! ანუკი კონიაშვილისა და გიორგი ბრეგვაძის „ათმაგი პასუხისმგებლობა“

„მნიშვნელოვანია ფიქრის დროს ერთსა და იმავე ტალღაზე ყოფნა“ – ცოტნე მაზმანიშვილისა და თეონა შელიას დუეტი კანს მიემგზავრება