ჯერ ხელსაწყოებს გვთავაზობდა კარგი დიზაინის შესაქმნელად, ახლა კი Adobe ბრენდის სამაგალითო იდენტობასაც გვაჩვენებს. თანამშრომლობა Mother Design-თან დაიწყო და განახლების ცენტრში ახალი ლოგოტიპი მოაქცია, რომელიც პატივს მარვა ვარნოკის თავდაპირველ 1982 წლის დიზაინს მიაგებს. სააგენტოს მიზანი რაღაც ისეთის შექმნა იყო, რაც Adobe-ის იდენტობის ფუნდამენტურ ნაწილს ემსგავსებოდა და უნდა ითქვას, რომ ამ მიზანს მშვენივრად მიაღწიეს.
ამ ამბავში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ რედიზაინით Adobe-ის ბრენდინგი დრამატულად გამარტივდა. აქამდე A-ისა და Adobe-ის ნიშნები სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა, თუმცა ახლა ორივე ერთ მარტივ დიზაინშია მოქცეული.
რაც შეეხება ფერებს, ფოკუსი ახლა შავ, თეთრ და განახლებულ Adobe Red-ზეა, უფრო ცოცხალი და მკაფიოა, რითაც კიდევ უფრო მარტივად დასამახსოვრებელი ხდება.
კიდევ ერთი ინოვაცია The Adobe Lens გახლავთ — წითელი ჩარჩო, რომელიც სურათებზე გვხვდება. საერთო ელემენტია და კომპანიის როლს ასახავს ტრანსფორმაციებსა თუ შემოქმედებითობაში. ასე კი ბრენდს მარტივად ამოსაცნობს ხდის სხვადასხვა აპლიკაციაში.
აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ Adobe-ის ვიზუალები ახალი და ცოცხალია, მაგრამ, ამავდროულად, მისთვის რაღაც ბუნებრივს გვაჩვენებს. ასე კი იდეალური მაგალითი ხდება იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს გლობალური ბრენდი, რომელსაც სიღრმისეული წარსული აქვს და თავს მომავალშიც ხედავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Mother-მა ძველი ლოგო სრულად კი არ შეცვალა, არამედ ჭკვიანური რედიზაინი გადაწყვიტა და არსებული განავითარა. დანარჩენი თავად შეაფასეთ: