in

Adobe-ს ახალი აპლიკაცია მხოლოდ პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის იქმნება

Adobe კამერის აპლიკაციაზე მუშაობს, რათა თქვენი სმარტფონის ფოტოგრაფია სულ სხვა დონეზე გადაიყვანოს. საინტერესოდ ჟღერს, არა? აპლიკაცია გამოთვლითი ფოტოგრაფიის მეთოდებს გამოიყენებს ინტერფეისით, რომელიც ღილაკის: „გადაიღე ფოტო ახლა მიღმა გაფართოვდება. გამოთვლითი ფოტოგრაფიის ტერმინი კი სწორედ Adobe-ს ვიცე პრეზიდენტს მარკ ლევოის ეკუთვნის. 

ის, რაც მე მინდა გავაკეთო Adobe-ში, არის კრეატიული ფოტოგრაფიის დემოკრატიზაცია, სადაც ფოტოგრაფსა და კამერას შორის უფრო მეტი სიახლოვეა, — ამბობს ლევოი. 

საინტერესოა ისიც, რომ გამოთვლითმა ფოტოგრაფიამ უკვე სასწაულები მოახდინა ფიზიკურად შეზღუდული სმარტფონის კამერების გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ისეთი ფუნქციებიც კი განბლოკა, როგორებიცაა პანორამის შექმნა, პორტრეტისა და ღამის რეჟიმები.

თუმცა Adobe ამ აპლიკაციას ყველასთვის არ ქმნის, სამიზნე აუდიტორიად მხოლოდ ფოტოგრაფიით გატაცებულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს მიიჩნევს, რომლებიც Adobe’s Photoshop-სა და Lightroom-ს უკვე იყენებენ. ასეთ ფოტოგრაფებს უფრო მეტადაც აქვთ გამოცდილება კამერის ტრადიციულ პარამეტრებში, როგორიცაა ავტოფოკუსი, ჩამკეტის სიჩქარე, ფერი, ფოკუსური სიგრძე და დიაფრაგმა.

მართალია, უკვე არსებობს Open Camera-ს აპლიკაცია ანდროიდისა და Halide Apple-ის მომხმარებლებისთვის, მაგრამ Adobe ახლა სულ სხვა მიმართულებას ირჩევს — ფოტოს გადაღებისას სასურველი კადრის მისაღებად ეს უფრო მეტად იქნება დიალოგი ფოტოგრაფსა და კამერის აპლიკაციას შორის. 

კომპანიის სამიზნეს წარმოადგენენ ფოტოგრაფები, რომელთაც სურთ, უფრო მეტი იფიქრონ იმ კადრებზე, რომლებსაც იღებენ და კამერასთან გადაღების დროს უფრო მეტი ინტერაქციაც ჰქონდეთ. ეს მათ უამრავ შესაძლებლობას აძლევს, — აცხადებს ლევოი. 

ხოლო იმის გამო, რომ ფანჯრიდან გადაღებულ სურათებში ლევოისთვის ანარეკლებს ბევრჯერ გაუფუჭებია კადრი, ახლა იმ ფუნქციაზე მუშაობს, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება, თავიდან აიცილონ მსგავსი შემთხვევები. ამასთან, Adobe-ს აპლიკაციაში მომავლისთვის შემდეგი ფუნქციების დამატებაზე საუბრობენ:

  • ფოტოების განათება, რათა სახიდან მკაცრი ჩრდილები მოაშორონ
  • მაღალი რეზოლუციის გამოსახულებები, უფრო მაღალი გარჩევადობის ფოტოებისა და მეტი დეტალისთვის ციფრული მასშტაბირებისას 
  • რამდენიმე კადრის გაერთიანება ერთ ციფრულ ფოტო მონტაჟში თითოეული ფოტოს საუკეთესო ელემენტებით, იმისათვის, რომ მაგალითად, ჯგუფურ ფოტოში ყველა იღიმოდეს ან თვალი დახუჭული არავის ჰქონდეს
  • კამერის ახალი სენსორები, რომლებიც, მაგალითისთვის, ოფლიან სახეს ნაკლებად ასახავს 
  • გამოთვლითი ვიდეოს მეთოდები, სადაც Adobe ზუსტად იმავე ხრიკებს გამოიყენებს, რასაც ფოტოების შემთხვევაში მიმართავს 
  • ფოტოები, რომლებიც ნებისმიერი მოწყობილობის ეკრანზე კარგად წარმოგაჩენთ — თუ ტელეფონის ეკრანზე იდეალურად გამოიყურებით, ეცდება უფრო დიდ ეკრანებზეც იგივე შედეგი მოგცეთ
  • რეალური სურათებისა და სინთეზური სურათების გაერთიანება 
  • მულტისპექტრული გამოსახულების სენსორები, რომლებიც დაგვეხმარება, გადაღებული ობიექტის რეალური ფერის გაგებაში, მაშინაც კი თუ იგი დაჩრდილულია 

10 გზა პოდკასტის მონეტიზაციისთვის

რატომ გაუშვა რადიო არხმა რეკლამა, რომელიც ხალხს Alexa-ს მოსმენისკენ მოუწოდებს?