in

Adobe-ს ახალი აპლიკაცია კრეატორებს საავტორო უფლებების დაცვაში დაეხმარება

Adobe კრეატორებს თავიანთი ნამუშევრების დასაცავად ახალ გზას Adobe Content Authenticity-ის ჩაშვებით სთავაზობს — უფასო ვებაპლიკაციაა, რომელიც მომხმარებლებს თავიანთ ციფრულ კონტენტზე Content Credentials-ის დამატების შესაძლებლობას აძლევს. 

ეს ნიშანი უსაფრთხო მეტამონაცემებს გვაწვდის პოსტის შინაარსის შესახებ, იქნება ეს ინფორმაციები მისი შემქმნელზე თუ დეტალები თავად ნამუშევრის შექმნის პროცესზე. იმისთვისაა, რომ კრეატორებმა AI-ის მიერ გენერირებულ კონტენტსა თუ დეზინფორმაციებზე აღარ იდარდონ, რადგან ამ უკანასკნელის ზრდამ მათი ნამუშევრების უნებართვოდ გამოყენების შემთხვევებიც გაახშირა. 

თანაც უახლესი კვლევის თანახმად, კრეატორთა 91%-ს სურს, კონტენტში თავიანთი წვლილი შესაბამისი ნიშნით იყოს აღნიშნული, ხოლო მათი ნახევარი იმაზე წუხს, რომ AI მოდელები ნებართვის გარეშე იწვრთნება. ახალი აპლიკაცია კი სწორედ ამ საკითხებთან გამკლავებას აპირებს. 

„კრეატორებისთვის მარტივი და უფასო გზის შეთავაზებით, რომ დაამატონ Content Credentials იმაზე, რასაც შექმნიან, ჩვენ ვეხმარებით მათ, თავიანთი ნამუშევრის მთლიანობის შენარჩუნებაში და, ამასთან, ვიწყებთ გამჭვირვალობისა და ნდობის ახალ ეპოქას ონლაინ სივრცეში. Adobe Content Authenticity-ის ვებაპლიკაცია სასარგებლო იქნება არამხოლოდ კრეატორებისთვის, არამედ იგი ციფრულ ეკოსისტემაში ნავიგაციას მომხმარებლებისთვისაც მეტად ცხადს გახდის“, — აცხადებს სკოტ ბელსკი, Adobe-დან. 

აპლიკაციის საჯაროდ ჩაშვება 2025 წლის დასაწყისში იგეგმება, რა დროსაც იგი მომხმარებლებს Content Credentials-ის დამატების უფლებას მისცემს თავიანთ სურათებზე, აუდიო და ვიდეო ფაილებზე, უზრუნველყოფს იმას, რომ მათი ნამუშევრები მავნე გამოყენებისგან დაცული იყოს. მეტიც, შეუძლიათ, AI მოდელების მიერ თავიანთი კონტენტის გამოყენების შემთხვევებიც გამორიცხონ. დაინტერესებული პირები კი მომლოდინეთა რიგებში უნდა ჩაეწერონ. 

საინტერესოა, რომ ვებხელსაწყო Adobe-ს პოპულარულ პროგრამებს აერთიანებს, იქნება ეს Photoshop, Lightroom თუ Firefly, რითაც ცენტრალური ჰაბი ხდება საავტორო უფლებების სამართავად. კრეატორები კი მეტამონაცემების კონტენტზე დამატებით საკუთარ ნამუშევრებს დაიცავენ და მომხმარებლებისთვის მეტად სანდო გამოცდილებასაც უზრუნველყოფენ.

ამჯერად, როგორც Chrome-ის ჩანართი, ბეტა რეჟიმშია ხელმისაწვდომი და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სოციალური მედიისა თუ ვებგვერდების სქროლვისას Content Credentials-ს გაეცნონ…

 

ლიბერთის სოციალურ პროექტებს მარკეტების ქსელი „გვირილა” შეუერთდა

Apple-მა Apple Vision Pro-სთვის შექმნილი ფილმის თრეილერი გამოუშვა