in

კრეატიულობა ყველასთვის! – Adobe-ის რეკლამა ოსკარის დაჯილდოებისთვის

კრეატიულობა წარმოსახვის უნარია – ამ გზავნილით Adobe ახალ კამპანიას უშვებს, რომელიც ოსკარის დაჯილდოებისთვის შეიქმნა. ვიდეორგოლში ნაჩვენებია ფრაგმენტები ციფრული ეპოქის ტექნოლოგიებიდან. კრედიტების სია კი ათასზე მეტ ავტორს მოიცავს. რეკლამა სიმღერის Pure Imagination ფონზე მიმდინარეობს, რომელსაც ჯინ უილდერი ასრულებს. Adobe თვლის, რომ კრეატიული ნამუშევრის შექმნა ყველას შეუძლია. ამიტომ, მათი ხელშეწყობის მიზნით, კომპანია გეგმავს მოიცვას 15,000 მასწავლებელი და 500,000 სტუდენტი, რომელთაც სხვა შემთხვევაში, არ ექნებოდათ წვდომა კრეატიულ ხელსაწყოებსა და პროგრამებზე.

BOG

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=iPXPI5UTF_c&feature=emb_title

 

ორნამენტებში ჩაკარგული ირანული არქიტექტურა

Google Maps-ის ახალი სიმბოლო და დამატებითი ფუნქციური შესაძლებლობები