in

რომელი Emoji გაგხდით უფრო მეტად ან უფრო ნაკლებად მიმზიდველს? — Adobe

ჰიბრიდული შეხვედრების ეპოქაში სხეულის ენის ძალა, როგორც კომუნიკაციის უნივერსალური ფორმა, ძალას კარგავს. სწორედ ამიტომ, დროა, ემოჯიებზე ფოკუსირდეთ. Adobe-ს მიხედვით, როცა საქმე ფლირტს ეხება, ადამიანთა 71% მიიჩნევს, რომ ემოჯები საუბრებისთვის აუცილებელია.

მთელი მსოფლიოდან ემოჯის 10 000 მომხმარებელი გამოჰკითხეს, რათა ენახათ, როგორ ეხმარებოდა მათ ემოჯები კომუნიკაციასა თუ თვითგამოხატვაში. კვლევამ საინტერესო საკითხებს მოჰფინა ნათელი — თუ ადამიანს მოსწონხართ, იგი უფრო მეტ ემოჯის გამოგიგზავნით, რადგან ამგვარად მისთვის ემოციების გადმოცემა ბევრად მარტივია. 

Emoji ხანგრძლივ რომანტიკულ შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი გამოყენება არა მხოლოდ ურთიერთობის წარმატების მანიშნებელია, არამედ ის განსაზღვრავს, გექნებათ თუ არა მეორე ან მესამე პაემანი მომავალში, — აცხადებს Adobe.

თუმცა, ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რომელ ემოჯის აირჩევთ.  შეხვედრის აპლიკაციებში ქვემოთ მოცემულ გამოსახულებებს იყენებენ და, ალბათ, ეს არც უნდა გაგიკვირდეთ. 

გლობალურად კი, emoji, რომელიც ხალხს უფრო მიმზიდველად აქცევს, არის  ღიმილიანი სახე სამი გულით, ხოლო ყველაზე საზიზღარი emoji ბადრიჯანია.

საინტერესოა ისიც, რომ წინა წელთან შედარებით, განწყობების პოზიტიური ცვლილება გვაქვს – ყველაზე ხშირად გამოყენებული emoji-ების ხუთეული წელს უფრო ბედნიერად გამოიყურება.

2022 წლის ყველაზე გამოყენებადი Emoji-ები
2021 წლის ყველაზე გამოყენებადი Emoji-ები

თუმცა ემოჯების დახმარებით არასწორ კომუნიკაციამდეც კი შეიძლება მიხვიდეთ. დროთა განმავლობაში მომხმარებლები ახალ მნიშვნელობას ანიჭებენ ემოციებს, რომლებიც კულტურულად განსხვავებული შეიძლება იყოს. 

დიახ, ეს ემოჯები საკმაოდ დამაბნეველია. თუ Emojipedia-ს დავუჯერებთ, კოვბოის ქუდიანი ემოჯი თავდაჯერებულობას, თავგადასავლების მოყვარულობასა და მხიარულებას გადმოსცემს. ალუბლები კი ხშირად TikTok-ზე მკერდის აღმნიშვნელად გამოიყენება. რაც შეეხება ამობრუნებულ სმაილს, იგი ერთდროულად სარკაზმს, ირონიასა და პასიურ აგრესიას გადმოსცემს.

საინტერესოა ისიც, რომ მომხმარებლებს თვითგამოხატვისთვის უფრო მრავალფეროვანი ემოჯები სჭირდებათ, განსაკუთრებით კი იმისათვის, რომ უკეთ გამოხატონ თავიანთი ვიზუალური იდენტობა, იქნება ეს თმისა თუ თვალის ფერი, სხეულის ფორმები თუ სხვა. იმისაც სჯერათ, რომ ინკლუზიური ემოჯები მომხმარებელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს.

გამოდის, ემოჯების გამოყენებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ინკლუზიურობას, კულტურული საუბრების წამოწყებასა და ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც კი. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, Adobe-ს თქმით, „გლობალური მომხმარებლების უმრავლესობა ღიაა emoji-ს გამოყენების ახალი გზებისთვის, იქნება ეს ღონისძებაზე დასწრების დადასტურება, გადასახადების მიღება და გადახდა თუ ექიმთან კომუნიკაცია.

Don’t Don’t Yourself — პინტერესტის კამპანია სოციალური ქსელებისგან გამოწვეულ პრობლემებზე

სექტემბრის შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“