in

Adobe-მ მობილური აპლიკაცია Express ჩაუშვა!

veon
veon

ეს იმას ნიშნავს, რომ დიზაინისა და AI ინსტრუმენტების მთელი არსენალი Adobe-მ ყველა იმ ადამიანის ხელში მოაქცია, რომელთაც სმარტფონი აქვთ. ეს იმასაც ნიშნავს, რომ მისი Firefly მოდელი, რომელიც აპლიკაციაშია ინტეგრირებული, უკვე ფრენის დროსაც ხელმისაწვდომი იქნება. 

თანაც უფასოა, რითაც Adobe Express მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნის პროცესს მეტად დემოკრატიულსა და მარტივს ხდის, იქნება ეს ლოგოები, სოციალური მედიის პოსტები, ვიდეოები, საინფორმაციო ბუკლეტები თუ სხვა რამ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პრაქტიკული ხელსაწყოა არამარტო პროფესიონალებისთვის, არამედ სტუდენტებისთვისაც, მცირე ბიზნესის მფლობელებისა თუ უბრალოდ სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის. 

Adobe Express-ს მოაქვს Firefly-ის გენერაციული AI-ის ჯადოსნობა პირდაპირ ვებ თუ მობილური კონტენტის შექმნის გამოცდილებებში. ჩვენ ბედნიერები ვართ მომხმარებლების რეკორდული მაჩვენებლით, რომლებიც თავიანთი იდეების გაციფრულებისთვის Adobe Express-ს მიმართავენ და აზიარებენ მათ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, — აცხადებს გოვინდ ბალაკრიშნანი, Adobe Express-ის ვიცე-პრეზიდენტი.

რაც შეეხება გრაფიკულ დიზაინს, Adobe Express-ის აპლიკაცია მოიცავს Firefly AI-ის მიერ გაძლიერებულ Text to Image ფუნქციას, რითაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ახალი ვიზუალური ელემენტები მყისიერად დააგენერირონ მარტივი ტექსტური მოთხოვნების საფუძველზე. ანალოგიურად, Generative Fill-ის ფუნქცია მომხმარებლებს სურათებზე ელემენტების დამატების, წაშლის ან ჩანაცვლების საშუალებას აძლევს, რითაც ვიზუალური რედაქტირების პროცესსაც ამარტივებს. 

ტიპოგრაფია კი ისეთი ფუნქციის დახმარებით შეგიძლიათ გააუმჯობესოთ, როგორიც Text Effects-ია — გენერაციულ AI-ს იმისათვის იყენებს, რომ მიმზიდველი სათაურები და გზავნილები შექმნას. მეტიც, Text to Template-ის ფუნქცია მომხმარებლებს უნიკალური, რედაქტირებადი შაბლონების შექმნის საშუალებაას მისცემს როგორც სოციალური მედიის პოსტებისთვის, ისე ფლაერებისთვის. ამ პროცესში კი საკუთარ ვიზუალურ მასალებთან ერთად, Adobe-ის შრიფტებისა და ფოტოების კოლექციაც შეუძლიათ, გამოიყენონ.

მომხმარებლებს თავიანთი პროექტების დაწყება ვიდეო შაბლონების შერჩევით შეუძლიათ და აქვთ შესაძლებლობა, მას პერსონალური დეტალებიც შემატონ ვიდეოების, სურათებისა თუ მუსიკის დამატებით. აპლიკაცია ასევე მხარს უჭერს ანიმაციებს. რეალურ დროში 100 ენაზე სათაურების გენერირების ფუნქციაც აქვს, რომელიც ასევე რედაქტირებადია და ნებისმიერ აპლიკაციას შეგიძლიათ, მოარგოთ.

ფუნქციები არც ამით მთავრდება, Quick Actions-ზეც უნდა გესაუბროთ — როგორც სახელი მიგვანიშნებს, ერთი კლიკის მქონე ოპერაციების შესრულების საშუალებას იძლევა, იქნება ეს ფონის წაშლა, ვიდეოს ამოჭრა თუ QR კოდის გენერირება. 

ხოლო ის, რომ თქვენი კონტენტის გაზიარება შეგიძლიათ, Adobe-ს აპლიკაციას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. Content Scheduler-იც კი აქვს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მრავალ არხზე, იქნება ეს TikTok, Instagram თუ Facebook დაგეგმონ, გადახედონ და გამოაქვეყნონ კონტენტი. 

როგორც უკვე გითხარით, უფასოდაა ხელმისაწვდომი და მრავალ ენაზე გთავაზობთ დახვეწილ ფუნქციებს. Adobe Express-ის გადმოწერა როგორც Android, ისე iOS მომხმარებლებს შეუძლიათ ჩვეულებრივ Google Play Store-დან და Apple App Store-დან. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მხოლოდ მობილური აპლიკაციაა და ვებზე მის გადმოწერას ვერ შეძლებთ. 

როცა ერთი ხელი მხოლოდ Cheetos-ს უნდა დაუთმო…

წინანდლის მამულმა Luxury Lifestyle Awards 2024-ის ჯილდო მიიღო