in

Adobe Firefly-ს ვიდეობისთვის AI ფუნქციები ემატება

veon
veon

Adobe ამჯერად Firefly-ის გენერაციულ უნარს აძლიერებს… იგი შემოქმედებითი ტექნოლოგიების გიგანტის პასუხადაც კი შეიძლება ჩაითვალოს ისეთ AI პროგრამებზე, როგორებიცაა DALL-E და Midjourney.

საავტორო უფლებების ქურდობის გათვალისწინებით Adobe მეტი სიფრთხილით მიუდგა უფრო პასუხისმგებლიანი AI ხელოვნების გენერატორის შექმნის საკითხს — Adobe Stock აქტივებს, საჯარო დომენის კონტენტსა და ღიად ლიცენზირებულ სურათებს ეფუძნება, რათა უზრუნველყოს, რომ კომერციულად გამოსაყენებლად ყველა შედეგი უსაფრთხოა. 

ამ ტექნოლოგიას კი კომპანია სტატიკური გამოსახულებებიდან ისეთ პროგრამებამდე ავრცელებს, როგორებიცაა Premiere Pro და After Effects — Firefly-ს საშუალებას აძლევს, მოძრავ ვიზუალებში საკუთარი ფრთები გაშალოს. თუმცა ჯერ მხოლოდ ბეტა რეჟიმში… ვიდეოში კი სწორედ ამ სიახლეებს გაეცნობით:

ხასიათისა და განწყობის გაუმჯობესება

სცენარის დაწერა

ტექსტის ეფექტები

პროფესიონალური ხმის ეფექტები და მუსიკა, რომელიც კომერციულად გამოსაყენებლად უსაფრთხოა

B-rolls-ის შექმნა მომენტალურად

საინტერესოა ისიც, რომ Adobe-ში AI-ს კაპიტნად კი არა, შემოქმედებით თანაპილოტად აღიქვამენ: ჩვენ ვაბიჯებთ ახალ ეპოქაში, სადაც გენერაციული AI კრეატორსა და კომპიუტერს შორის ბუნებრივი საუბრის საშუალებას მოგვცემს, სადაც თქვენი სიტყვების აკრეფა და პატარა ჟესტები შემოქმედებით აპლიკაციებთან გაერთიანდება და ახალი გამოხატვის ფორმებს შემოგვთავაზებს

დაბოლოს, როგორც ამბობენ, ეს მხოლოდ დასაწყისია — Adobe-ს თქმით, იგი უფრო მეტ AI ფუნქციას დაამატებს ვიდეოზე, აუდიოზე, ანიმაციასა და ე. წ. მოუშენ დიზაინზე. 

რა უნდა გაითვალისწინოს HR პროფესიონალმა რეკრუტირებისა და ადმინისტრირების პროცესში?

რას უსმენდა საქართველო?! – Spotify-ის მარტის სტატისტიკა