შემოქმედებითი პროცესი რომ გაამარტივოს, Adobe-მ Firefly Boards-ს უკვე ოფიციალურად ჩაუშვა 30-ზე მეტ ქვეყანაში და ციფრულ სამუშაო სივრცედ გაგვაცნო, რომელიც ბრეინშტორმინგს, ექსპერიმენტებსა და თანამშრომლობებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ბეტა რეჟიმის შემდეგ, ბრენდმა ხელსაწყო რეჟისორების, დიზაინერებისა და შემოქმედებით სფეროში მოღვაწე სხვა სპეციალისტების უკუკავშირის მიხედვით დახვეწა, რაც კიდევ უფრო დიდ მოლოდინებს აჩენს აღნიშნულის მიმართ.
Firefly Boards-ს გენერაციულ AI-ს შემოქმედებითი სამუშაო ნაკადების რეალობასთან აერთიანებს. იმის ნაცვლად, რომ იდეებიი სხვადასხვა აპლიკაციასა თუ მედიუმში მოაქციოს, ერთიან ჩარჩოს გთავაზობთ, რომელშიც სურათები, ვიდეო, ტექსტი თუ ანიმაციური კონცეფცია ერთმანეთის გვერდით შეგიძლიათ, განავითაროთ. აღნიშნული აერთიანებს როგორც Adobe-ს Firefly-ის, ისე პარტნიორი Black Forest Labs-ის, Google-ის, Luma AI-ის, Moonvalley-ის, Pika-ის და Runway-ის მოდელებს. ეს ყოველივე კი გამოწერისა და დარეგისტრირების საშუალებით ხდება ხელმისაწვდომი.

გლობალური ჩაშვების აღსანიშნავად, Adobe-მ რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა, რათა შემოქმედებითი პროცესი დააჩქაროს და დაუმუშავებელი იდეები მალე აქციოს რეალობად:
Describe Image ნებისმიერი ფოტოდან მზა გენერაციულ მოთხოვნას აყალიბებს:

Presets ერთი კლიკით სტილის შეცვლის საშუალებას იძლევა:


Generative Text Edit მომხმარებლებს ვიზუალებში სიტყვების შეცვლის შესაძლებლობას სთავაზობს:

განახლების ფარგლებში ვიდეოხელსაწყოებსაც ვეცნობით — ორი ყველაზე აქტუალური გენერაციული ვიდეომოდელი Runway-ის Aleph და Moonvalley-ის Marey უკვე Boards-შია ხელმისაწვდომი. ეს იმას ნიშნავს, რომ რეჟისორს ვიდეოს შექმნა და კადრების დახვეწა შეუძლია, ბრენდის განვითარებაზე მომუშავე პირებს კი კამპანიის კონცეფციების მცირე ვიდეოებით გატესტვა. აღნიშნული მოდელები Google-ის Gemini 2.5 Flash Image-სა და Veo 3-თან, Luma AI-ის Ray სერიასა და Pika 2.2-თან ერთად გვხვდება, რითაც უამრავი ვარიანტი იქმნება კრეატორებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მედიაფორმატს იყენებენ.
ზემოთ განხილულ სიახლეებთან ერთად კი, Adobe-მ გამოწერისთვის ახალი Firefly Standard-ის, Pro-სა და Premium-ის გეგმები შემოგვთავაზა.











